ლაგოდეხში, აფენის თემში გზების რეაბილიტაციას 9 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება

380

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტი ითვალისწინებს სოფელ აფენში, ზემო და ქვემო ნაშოვარში გზის რეაბილიტაციას, ეზოებში შესასვლელების, მიერთებების, წყალმრიდი მილების და ბეტონის კიუვეტების მოწყობას.

წინადადებების მიღება იწყება 12 ივლისს 17 ივლისს დასრულდება.

ტენდერი 9 108 386 ლარზეა გამოცხადებული.