ადგილობრივი მოსახლეობა და ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები კვარიათი-სარფის სანაპირო ზოლის აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების გაჭიანურებას აპროტესტებენ. მათი ინფორმაციით, მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და ხელშეკრულების საფუძველზე 2016 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ დრომდე პროექტი არ ჩაბარებულა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
მშენებლობას „შპს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ პირდაპირი შესყიდვების წესით აწარმოებდა და ოპოზიციის ინფორმაციით, მათ 56 მილიონი ლარი მიიტაცეს. ადგილზე სამუშაოების ნაწილი შესრულებულია.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ განმარტებას მოგვიანებით გააკეთებენ.