იუსტიციის სამინისტროს ჯგუფი კურორტ გომისმთაზე არსებული პრობლემების შესწავლას იწყებს

748

„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ პარასკევიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს.

როგორც ოზურგეთის მერიაში აცხადებენ, რეგისტრაციას იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი ადგილობრივ, სპეციალურ კომისიასთან ერთად, განახორციელებს.

ოზურგეთის მერიაში სექმნილ დაბა გომისმთის  „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის” კომისიას ალეკო მამეშვილი ხელმძღვანელობს.