ალამბრის და კონდიდის მოსახლეობა ქობულეთის მერისგან გზის მოწესრიგებას ითხოვს

536

ალამბრის და კონდიდის მოსახლეობა, მერთან შეხვედრის მოთხოვნით, ქობულეთის მერიის შენობასთან შეიკრიბა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

მოსახლეობა წლებია საავტომობილო გზის მოწესრიგებას ითხოვს. მერი მოსახლეობას დახურულ კარს მიღმა შეხვდა.

მირიან ქათამაძის განცხადებით, ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა, სადაც მერი მოსახლეობას ხვდება და მათ პრობლემებს განიხილავს.

მოსახლეობა ამბობს, რომ გზის რეაბილიტაციაზე დაპირება მიიღეს, მაგრამ როდის მოგვარდება ეს საკითხი,კონკრეტული ვადა უცნობია.

მერი ამბობს, რომ გზის ამ მონაკვეთზე, საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა დაწყებულია და ორივე გზა პრიორიტეტებშია განსაზღვრული.

როგორც გაირკვა, ალამბრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფელ ზედა კონდიდის საავტომობილო გზა, აჭარის საავტომობილი გზების დეპარტამენტის ბალანსზეა და მისი რეაბილიტაცია მათ ევალებათ.