შევარდნაძის მმართველობისას რკინიგზის დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, ვასილ ჩიგოგიძე, შესაძლოა მმართველი სახელისუფლებო პარტიის მიერ გურიის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად დასახელდეს. ამის შესახებ გურიის მოამბე მმართველი პარტიიდან საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა წერს, რომ წყაროს ცნობით, ამ ეტაპზე ხელისუფლება ერთ კანდიდატს, ვასილ ჩიგოგიძეს განიხილავს.
წარმოშობით ჩოხატაურელი ვასილ ჩიგოგიძე ამ რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი 2003 წელს გახდა და 2003-08 წლების მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.
სააკაშვილის მმართველობისას ის ყველა არჩევნებში სახელისუფლებო შტაბის მთავარი დამფინანსებელი იყო.
2012 წელს, იყო დეპუტატობის კანდიდატი ჩოხატაურის მაჟორიტარულ ოლქში “ნაციონალური მოძრაობიდან”, თუმცა, პრაიმერში მანანა ჯინჭარაძესთან დამარცხდა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც “ნაციონალური მოძრაობისა” და ჯინჭარაძის შტაბს აფინანსებდა.
მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, ჩიგოგიძემ, “ნაციონალურ მოძრაობას” პირველი სამსახური 2004 წლის 16 იანვარს გაუწია, როცა მისი დახმარებით, თბილისმა, მაშინდელ არაკონტროლირებად ბათუმში, რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი აკაკი ჩხაიძე დააპატიმრა.
რომელიც ასლან აბაშიძის მაშინდელ კონტროლირებად ტერიტორიაზე “ვარდების რევოლუციის” შემდეგ გაიქცა.
ვასილ ჩიგოგიძე იქნება მეოთხე კანდიდატი, გიორგი სიორიძე “ლელო”; ხათუნა გოგორიშვილი “ევროპული საქართველო” გოჩა ძიმისტარიშვილი – დამოუკიდებელი – შემდეგ; რომელიც გურიის ოლქში დასახელდა.