“მობილობა ქალაქებისთვის“ – ბათუმში ახალი პროგრამის განხორციელება იგეგმება

356

“მობილობა ქალაქებისთვის“ – ბათუმში ახალი პროგრამის განხორციელება იგეგმება. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.

ეს – ქალაქში სატრანსპორტო ტერმინალებისა და ჭკვიანი შუქნიშნების მონტაჟს, ასევე, აკვაპარკის განახლებას გულისხმობს. ღირებულება 30 მილიონ ევროს შეადგენს.

სწორედ პროექტთან დაკაშირებული საკითხები განიხილა ბათუმის მერმა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. მხარეებმა ისაუბრეს ტექნიკური მხარდაჭერის დეტალებზე.

პროგრამა “მობილობა ქალაქებისთვის“ თვითმმართველობის წახალისებაზეა ორიენტირებული.