წინა სტატია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, სალომე სამადაშვილი მამუკა მდინარაძის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ პარტია შეკრებას მაშინ გამართავს, როცა საჭიროდ ჩათვლის. ამ თემაზე მან კითხვას გადაცემა "დღის სტუმარში" უპასუხა. "ჩვენ ხვალაც შევიკრიბებით, არჩევნების დღესაც შევიკრიბებით, თუ საჭიროდ ჩავთვლით და არჩევნების მეორე დღესაც შევიკრიბებით. მიუხედავად იმისა, რომ 20 ივნისს თვალები დათხარა საკუთარ მოქალაქეებს გახარიამ და ბიძინა ივანიშვილმა, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანი პოლიტიკური...
არ გამოვრიცხავთ, რომ უპასუხისმგებლო კონკრეტული პოლიტიკური ძალები გარკვეული პროვოკაციების მოწყობას შეეცადონ. მინდა გთხოვოთ, რომ არ ავყვეთ პროვოკაციებს , - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" გამარჯვებამდე დარჩა სამი დღე. "მინდა ჩვენს მხარდამჭერებსა და თანაგუნდელებს ნაძალადევის რაიონიდან მივმართო, ჩვენს გამარჯვებამდე დარჩა სამი დღე. მინდა ყველას გთხოვოთ და მოგიწოდოთ, რომ შევინარჩუნოთ მაქსიმალური სიმშვიდე. არ გამოვრიცხავთ იმას, რომ უპასუხისმგებლო კონკრეტული...
ბოლნისში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ისმაილ გაჯიევს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გაჯიევის ცოლი ვარაუდობს, რომ თავდამსხმელი "ქართული ოცნებიდან" იყო: "ჩემს ქმარს დაუძახეს, ეზოში გავიდა, აგრესიული საუბარი დაუწყო, დაარტყა და წავიდა. ჩემს შვილს კითხულობდნენ სად არისო, არ ვიცი რა უნდოდათ. ალბათ ოცნებიდან იყვნენ. ერთი ილგამ იბრაგიმოვი იყო, მეორე მანქანაში ელოდებოდა“, - განაცხადა დაშავებულის მეუღლემ, იასამა გაჯიევამ. ამ დროისთვის ისმაილ გაჯიევი ბოლნისის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.
ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, ოპოზიციას დააბრალოს რადიკალიზმი და ამ დროს, ადამიანებს მუქარებით თვითონ იბარებენ, - ამის შესახებ „დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნას" ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ამასთან, როგორც ჭიჭინაძე აღნიშნავს, „ოცნების“ ხელისუფლება ასევე ცდილობს კორონავირუსი მაქსიმალურად სათავისოდ გამოიყენოს. „პირადად ჩემი საოლქოს წარმომადგენლის მამა დაიბარეს და გააფრთხილეს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ, თუ მისი შვილი არ დატოვებდა ჩემ საარჩევნო ოლქს. სწორედ ეს არის ის ძალადობა, რომელსაც ყოველდღიურად ახორციელებს...
წინა სტატია თბილისის მერია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაგზავნილ წერილს საჯაროებს, რომლის თანახმად, პარტია 31 ოქტომბერს, პარლამენტის წინ, 12:00 საათიდან, 24:00 საათამდე მრავალსაათიანი შეკრების ორგანიზებას გეგმავს. თბილისის მერიის განცხადებით, მითითებულ ადგილზე 31 ოქტომბერს სხვა ღონისძიება დაგეგმილი არ არის. „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წინასწარი გაფრთხილების მიზნებისათვის გაცნობებთ, რომ საარჩევნო ბლოკი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ 2020 წლის 31 ოქტომბერს, შაბათს,...
მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანა გორში 12 ნოემბრიდან დაიწყება. გორის მერიის ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, თავდაპირველად ქალაქში 5 ავტობუსი შემოვა, პარალელურად კი მძღოლების შერჩევას და მათ გადამზადებას გეგმავენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.  სპეციალური კომისიის შესაქმნელად ტრანსპორტის სააგენტომ 3 ადამიანი დაასაქმა, რომელთან ერთადაც მერიის სხვა შესაბამისი თანამშრომლები სააგენტოს პერსონალს დააკომპლექტებენ. "მძღოლებისა და ტექნიკური პერსონალის შერჩევა უნდა მოხდეს, გახსნილად, გამჭვირვალედ, მზადდება დოკუმენტაცია, უახლოეს დღეებში...
კობა მაზანაშვილი, რომელიც "პატრიოტთა ალიანსიდან" გორი-კასპის მაჟორიტარი კანდიდატია, ამბობს, რომ სოფელ ზერტში გაკეთებულ ჭაბურღილზე მოტორს არ ამონტაჟებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. მისი განმარტებით, ამის მიზეზი არჩევნებია, ხოლო ხელისუფლება სწორედ არჩევნების შედეგებს ელოდება: "ჭაბურღილი კი გააკეთეს, მაგრამ ნასოსს არ ყიდულობენ. ჯერ ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებზე და მერე დავაყენებთო,'' - აცხადებს მაზანაშვილი. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში სასმელი წყლის ჭაბურღილის მშენებლობა მიმდინარეობს....
წინა სტატია მმართველი გუნდის მოქმედი დეპუტატი ენზელ მკოიანი უარყოფს, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სამველ მანუკიანი, მისმა აქტივისტმა, ჰაიკ რსტაკიანმა სცემა. იგი ირწმუნება, რომ აღნიშნულ პიროვნებასთან კავშირი არ აქვს. თავად რსტაკიანი კი აცხადებს, რომ სამსარში მკოიანის გამო დაუპირისპირდნენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.  ენზელ მკონიანი აცხადებს, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ სამსარში 25 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, სამველ...
„ნაციონალური მოძრაობის“ ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის წევრი, ბაკურ გელაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ადგილობრივებს ხმების სანაცვლოდ თანხის გადახდას პირდებიან, სოციალურ დახმარებებს კი „ოცნების სახელით“ ურიგებენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.  ბაკურ გელაშვილის „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობს, რომ "ოცნების" აქტივისტები ხმების სანაცვლოდ ადგილობრივებს 120 ლარს, ზოგ შემთხვევაში კი უფრო მეტს აძლევენ. მსგავსი ფაქტი ბორჯომის თითქმის ყველა სოფელში ხდება. „ყვიბისი ჩემი სოფელია, გუშინ ენმ–ს...
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ბოტანიკურ ბაღში წარმატებულ კარატისტებსა და მათ მწვრთნელებს შეხვდა. ჩიქოვანის თქმით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და წარმატებული ახალგაზრდების ხელშეწყობა პრიორიტეტულია. „სპორტის სხვადასხვა სახეობაში ზუგდიდს ბევრი წარმატებული სპორტსმენი ჰყავს. მათ შორის არიან წარმატებული კარატისტები, მსოფლიოს, ევროპისა და კავკასიის ჩემპიონები სხვადასხვა წონით და ასაკობრივ კატეგორიაში. დღეს მათ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შევხვდი. ჩემთვის სპორტის ეს სახეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,...
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სოციალურ ქსელში ოპოზიციასთან დაკავშირებული 1500-ზე მეტი „ფეიკ ექაუნთი“ და „ბოტი“ გამოავლინეს. მისი თქმით, „ფეისბუქში“ დაახლოებით 20 ჯგუფი და 60-მდე გვერდია ოპოზიციასთან დაკავშირებული. როგორც მდინარაძე ამბობს, ისინი ავლენენ კოორდინირებულ და არაავთენტურ ქცევას, ავრცელებენ ძირითადად ყალბ ახალ ამბებს და ხელისუფლების და ეკლესიის დისკრედიტაციას ახდენენ. ამასთან, მდინარაძემ პარტიების მიერ დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციაც გაასაჯაროვა. „რაც შეეხება ხარჯებს, რამდენიმე უცნაურობას ვაწყდებით მაგრამ საერთო...
მესტიაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" წევრის თემურ შუბითიძის ცემის ბრალდებით დაკავებული ოთხი პირის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვენ. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. მესტიელები ამბობენ, რომ დაკავებულები შერჩევითი სამართლის მსხვერპლები არიან. აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ დაბა მესტიის შესასვლელი. „ეს იყო საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტი, რომელიც გააფორმეს პოლიტიკურ ინციდენტად. ვართ შერჩევითი სამართლის მსხვერპლები. პროკურატურამაც კი აღიარა,  რომ ეს არაა პოლიტიკური ნიშნით...
„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა ხელისუფლების მხრიდან ადამიანების მოსყიდვებზე საუბრობს. უგულავას თქმით, ივანიშვილი არის ქორვაჭარი, რომელსაც ჰგონია, რომ ყველაფერს იყიდის. როგორც უგულავამ აღნიშნა, რომ 31 ოქტომბერს ქართველი ამომრჩეველი ივანიშვილს აჩვენებს, რომ ღირსება არ იყიდება არც კარტოფილზე, არც ღვინოზე, არც ზეთზე და არც წიწიბურაზე. "არავის უკვირს უკვე ამ ქვეყანაში, მათ შორის, მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა კარტოფილებითა და ზეთით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე...
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ აქვს ინფორმაცია, რომ მერიაში შესულია წერილი, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების დღეს პარლამენტის წინ 12:00 საათიდან შეკრებას გეგმავს. როგორც მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, „ნაცმოძრაობამ“ იცის, რომ დემოკრატიულ არჩევნებში წარმატების შანსი არ აქვს და ფსონს არეულობის შექმნაზე აკეთებს. „მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია „ნაცმოძრაობის“ მიერ დაგეგმილი კიდევ ერთი მავნებლობის შესახებ. არჩევნების ნაცვლად, არეულობისთვის რომ ემზადება, ეს არ არის სიახლე...
წინა სტატია „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე ადამ კიზინგერის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, საქართველოში არჩევნებმა ჩარევისა და ინციდენტების გარეშე უნდა ჩაიაროს. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები გულდასმით აკვირდებიან საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს და ყველა დარღვევა, რომელსაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეს არჩევნების შედეგებზე, იქნება აღქმული სერიოზულად და ექნება შესაბამისი რეაგირება. „ჩვენი პარტნიორები გულდასმით აკვირდებიან ამ არჩევნებს, ყველა ჩვენს პარტნიორს ძალიან კარგად ესმის, რომ საქართველოს...
წინა სტატია „ჩემო ამომრჩევლებო, თავს კარგად ვგრძნობ და ვირუსისთვის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი აღარ მაქვს“,-ამის შესახებ ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს'' ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე აცხადებს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ COVID-19 დაუდასტურდა. „თქვენი საშუალებით მსურს მადლობა გადავუხადო იმ უამრავ ადამიანს, რომელიც ამ დღეებში მეხმიანება და ჩემი მდგომარეობით ინტერესდება. ჩემი მდგომარეობა კი, საბედნიეროდ კარგია. გამიმართლა და დაავადება...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ