ენუქიძე: ჩემო ამომრჩევლებო, თავს კარგად ვგრძნობ და ვირუსისთვის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი აღარ მაქვს

455

წინა სტატია

„ჩემო ამომრჩევლებო, თავს კარგად ვგრძნობ და ვირუსისთვის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი აღარ მაქვს“,-ამის შესახებ ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე აცხადებს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ COVID-19 დაუდასტურდა.

„თქვენი საშუალებით მსურს მადლობა გადავუხადო იმ უამრავ ადამიანს, რომელიც ამ დღეებში მეხმიანება და ჩემი მდგომარეობით ინტერესდება. ჩემი მდგომარეობა კი, საბედნიეროდ კარგია. გამიმართლა და დაავადება მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს, თითქმის აღარაფერს ვგრძნობ, აღარც ტემპერატურა მაქვს და აღარც ხველა. ამიტომ, მოარული ხმები იმის შესახებ, თითქოს, მძიმედ ვარ, სინამდვილეს არ შეესაბამება. ერთადერთი, რაზეც ვღელავ ისაა, რომ სამწუხაროდ, ძალიან ცუდ დროს დავინფიცირდი, მაშინ, როცა საარჩევნო კამპანიის დამთავრებამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი და ჩემი წინასაარჩევნო კამპანია, ლეჩხუმის მოსახლეობასთან შეხვედრით უნდა დამესრულებინა. მაგრამ მე მჯერა, ჩემი ამომრჩევლის და დარწმუნებული ვარ, მალე ერთად ღირსეულ გამარჯვებას ვიზეიმებთ, ჩვენი რეგიონის უკეთესი მომავლისთვის“,-განაცხადა გოჩა ენუქიძემ.