ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, ოპოზიციას დააბრალოს რადიკალიზმი და ამ დროს, ადამიანებს მუქარებით თვითონ იბარებენ, – ამის შესახებ „დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნას” ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
ამასთან, როგორც ჭიჭინაძე აღნიშნავს, „ოცნების“ ხელისუფლება ასევე ცდილობს კორონავირუსი მაქსიმალურად სათავისოდ გამოიყენოს.
„პირადად ჩემი საოლქოს წარმომადგენლის მამა დაიბარეს და გააფრთხილეს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ, თუ მისი შვილი არ დატოვებდა ჩემ საარჩევნო ოლქს.
სწორედ ეს არის ის ძალადობა, რომელსაც ყოველდღიურად ახორციელებს „ოცნების“ ხელისუფლება!
„ოცნების“ ხელისუფლება ასევე ცდილობს კორონავირუსი მაქსიმალურად სათავისოდ გამოიყენოს.
რა დააშავეს თუნდაც ჩვენი პარტიის მხარდამჭერებმა, რომლებიც თვითიზოლაციაში არიან, პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა უნდათ, „ოცნების“ ცესკო კი ამ უფლებას ართმევს?! ე.წ. თავისიანებს კი, ვისაც ასევე უდასტურდებათ ვირუსი, პირდაპირ ვაცხადებ, მალავენ! თანაც ისე, რომ მათ კონტაქტებსაც კი არ ახმოვანებენ!
პარტიული ნიშნით და უსამართლოდ ხდება ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევა ადამიანებისთვის,“- აცხადებს დავით ჭიჭინაძე.