ახალი ავტობუსები გორში 12 ნოემბერს შემოვა – სააგენტო 90-მდე მძღოლის დასაქმებას გეგმავს

445

მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანა გორში 12 ნოემბრიდან დაიწყება. გორის მერიის ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, თავდაპირველად ქალაქში 5 ავტობუსი შემოვა, პარალელურად კი მძღოლების შერჩევას და მათ გადამზადებას გეგმავენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. 

სპეციალური კომისიის შესაქმნელად ტრანსპორტის სააგენტომ 3 ადამიანი დაასაქმა, რომელთან ერთადაც მერიის სხვა შესაბამისი თანამშრომლები სააგენტოს პერსონალს დააკომპლექტებენ.

“მძღოლებისა და ტექნიკური პერსონალის შერჩევა უნდა მოხდეს, გახსნილად, გამჭვირვალედ, მზადდება დოკუმენტაცია, უახლოეს დღეებში შეიქმნება კომისია. შეირჩევა დაახლოებით 90 მედ მძღოლი და ტექნიკური პერსონალი. ისინი მწა რმოებელი კომპანიის სათანადო ტრენინგებს გაივლიან, რომ დასპეციალისტდნენ ამ ტიპის ტრანსპორტის მართვისთვის და მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატები. ვვარაუდობ რომ გადამზადებული მძროლი გვეყოლება არანაკლებ 90 ადამმიანისა.როდის დაიწყებს უუალოდ ტრანსპორტი მოძრაობას და როდის შევა ექსპლუატაციაში, ამ საკითხს მე ვერ განვსაზღვრავ, ყოველშემთხვევაში, ჩემი მხრიდან ყველაფერი იქნება მზად, რომ ავტობუსების გადმოცემის შემდეგ ტექნიკურ დეტალებზე დრო აღარ დაიკარგოს”, – აცხადებს ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი, ზურა ჯირკველიშვილი.