ბოლნისში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ისმაილ გაჯიევს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
გაჯიევის ცოლი ვარაუდობს, რომ თავდამსხმელი “ქართული ოცნებიდან” იყო:
“ჩემს ქმარს დაუძახეს, ეზოში გავიდა, აგრესიული საუბარი დაუწყო, დაარტყა და წავიდა. ჩემს შვილს კითხულობდნენ სად არისო, არ ვიცი რა უნდოდათ. ალბათ ოცნებიდან იყვნენ. ერთი ილგამ იბრაგიმოვი იყო, მეორე მანქანაში ელოდებოდა“, – განაცხადა დაშავებულის მეუღლემ, იასამა გაჯიევამ.
ამ დროისთვის ისმაილ გაჯიევი ბოლნისის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.