კაპანაძე: ყველა დარღვევას, რომელსაც შეიძლება გავლენა ჰქონდეს ამ არჩევნების შედეგებზე, ჩვენი პარტნიორების მხრიდან შესაბამისი რეაგირება ექნება

324

წინა სტატია

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე ადამ კიზინგერის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, საქართველოში არჩევნებმა ჩარევისა და ინციდენტების გარეშე უნდა ჩაიაროს.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები გულდასმით აკვირდებიან საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს და ყველა დარღვევა, რომელსაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეს არჩევნების შედეგებზე, იქნება აღქმული სერიოზულად და ექნება შესაბამისი რეაგირება.

„ჩვენი პარტნიორები გულდასმით აკვირდებიან ამ არჩევნებს, ყველა ჩვენს პარტნიორს ძალიან კარგად ესმის, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და წინსვლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია დემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლა. ერთხელ ეს მოხდა 2012 წელს, ახლა ეს მოხდება მეორედ, 2020 წელს და ამიტომ ჩვენი ამერიკელი და ევროკავშირელი პარტნიორები ძალიან გულდასმით აკვირდებიან ამ არჩევნებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დარღვევა, რომელსაც შეიძლება გავლენა ჰქონდეს ამ არჩევნების შედეგებზე, მათი მხრიდან იქნება სერიოზულად აღქმული და ამაზე იქნება შესაბამისი რეაგირება. სრულიად დაცული იქნება თითოეული მოქალაქის ხმა“, – განაცხადა კაპანაძემ , რომლის კომენტარს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.