ოზურგეთის ახლადარჩეული მერი ავთანდილ თალაკვაძე, უფლებამოსილების შესრულებას დღეს შეუდგა. ახალ მერს ადმინისტრაციულ შენობასთან წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და მერიის თანამშრომლები დახვდნენ.
„მადლობა მინდა გადავუხადო მხარდამჭერებს და საზოგადოებას გამოცხადებული ნდობისთვის. ჩვენი გუნდი მომავალზეა ორიენტირებული და ვიწყებთ ჩვენი 8 - პუნქტიანი გეგმის განხორციელებას, რომელიც საარჩევნო პერიოდში გავაცანით თანამოქალაქეებს. პირველ რიგში, დავიწყებთ ბიუჯეტის პროექტის დამუშავებას იმისთვის, რომ რესურსები მაქსიმალურად მორგებული...
პრემიერმინისტრი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ახალ პროგრამას აანონსებს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ღარიბაშვილი ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში სოციალური დახმარების მანკიერი სისტემაა, რომელიც უნდა შეიცვალოს.
არსებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ზრდასრული შრომისუნარიანი მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები შევაჩვიეთ უმუშევრობას, სიღარიბეს და უმოქმედობას. ღარიბაშვილის თქმით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს სოციალური დახმარების ნაცვლად სახლემწიფომ სამუშაო ადგილები უნდა შესთავაზოს. პრემიერი ირწმუნება, რომ ამის რესურსი ქვეყანაში არის.
ღარიბაშვილმა არსებულ სოციალურ...
“უახლოეს დღეებში შედგება კოალიციური მთავრობა, რაც წინასაარჩევნო ხედვა იყო. ყველაფერი კანონმდებლობით არის გაწერილი, ყველაფერი კონსტიტუციაში არის ასახული, ამიტომ ჩვენ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურ თანამშრომლობასა და ჩართულობას ვუზრუნველვყობთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რათა რაიონის ინტერესი და განვითარება იყოს პირველი რიგის ფუნქციონალური ამოცანა თვითმმართველობისთვის”,- აცხადებს წალენჯიხის მერი, გირგი ხარჩილავა.
შეგახსენებთ, წალენჯიხის ახლადარჩეული მერი, გიორგი ხარჩილავა მერიის შენობაში იმყოფება,
იგი დღეიდან მოვალეობის შესრულებას შეუდგა, მას მერიაში...
თელავის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
დღეიდან, ლევან ანდრიაშვილი თელავის მუნიციპალიტეტს ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ახლადარჩეული მერი წინასაარჩევნოდ დასახელებული პრიორიტეტების განხორციელებას გეგმავს და საკადრო ცვლილებებს ჯერჯერობით არ აპირებს.
ანდრიაშვილმა თანამდებობაზე, შოთა ნარეკლიშვილი ჩაანაცვლა, რომელიც საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით, 19 ნოემბერს დაემშვიდობა
შეგახსენებთ, პარტია “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა, ლევან ანდრიაშვილმა თელავის მერის თანამდებობა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგად დაიკავა.
არჩევნებში მას, კონკურენციას,...
მეპატრონის მიერ შინაური ცხოველის მიტოვებაზე, შესაძლოა, ადმინისტრაციული ჯარიმა დაწესდეს. პარტია „მოქალაქეების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი განიხილავს.
ამ პროექტის მიხედვით, შინაური ცხოველის მიტოვებისთვის, ფიზიკური პირი 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 1 500 ლარით დაჯარიმდება. განმეორებით შემთხვევაში, ჯარიმის თანხა გაორმაგდება.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განიხილვა დაიწყო, რომელიც 27 მილიონ 695 ათას 500 ლარს შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 5 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსებისა და ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე უკვე განიხილეს.
ბიუჯეტის პროექტით ინფრასტრუქტურულ ღონისძიებების დაფინანსებისთვის...
ადიგენის მერიამ ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი 557 021 ლარზე 10 ნოემბერს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის მსურველებითვის წინადადებების მიღება 27–ში იწყება.
"მერიის პირველი ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს შენობის მთლიან რეაბილიტაციას. შესაცვლელია შენობის კარებები, ფანჯრები...“–ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.
ტენდერი ასევე, გათბობისა და საკანალიზაციო სისტემის მოწყობას გულისხმობს.
საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობა ძვირდება, ახალციხეში მდებარე ავტოსადგურებში აცხადებენ, რომ ბილეთის ფასი, სავარაუდოდ, 3–4 ლარით გაიზრდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
„ახლანდელი ფასები მაშინდელია, როცა ერთი ლიტრი საწვავის ღირებულება 2, 20 ლარი იყო, ახლა 50%–ით არის გაძვირებული. შესაბამისად სავარაუდოდ გაიზრდება მგზავრობის საფასურიც. საუბარია მხოლოდ საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე, სოფლებში იგივე დარჩება“, – ამბობს შპს „ჯეოტივის“ ხელმძღვანელი, ნუგზარ მამუკაშვილი.
მისივე თქმით, ფასების მომატებამდე აღნიშნულ საკითხზე პარტნიორ კომპანიებს...
აჭარის მთავრობა ხალხის ფულს არამიზნობრივად ხარჯავს. ერთი წლის განმავლობაში, რიჟვაძის გუნდმა საწვავსა და ავტომობილების მოვლაში 3 მილიონ ლარამდე, გადაჭარბებით დახარჯა. შესაბამისი დასკვნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა. ამის შესახებ სიუჟეტი TV25-მა მოამზადა.
როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ადგილობრივი ხელისუფლება ხალხის ფულს არასამსახურეობრივი საქმეების მოგვარებისთვის სარგებლობს და შვებულების დროს სამსახურის მანქანებითა და საბიუჯეტო თანხებით ნაყიდი ბენზინით გადაადგილდებიან.
ექსპრემიერი გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ის გადამწყვეტი ხმის მქონე მანდატებითაა წარმოდგენილი, საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე საკუთარ კანდიდატურებს დააყენებს.
განცხადება პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა, კახა ქემოკლიძემ ბრიფინგზე გააკეთა და თან იმედი გამოთქვა, რომ როგორც „ოცნება“, ისე, „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს მის კანდიდატებს დაუჭერს
"ჩვენ უარი ვთქვით საკრებულოებში თანამდებობებზე და შევთავაზეთ პირველ/მეორე ადგილზე გასულ პარტიებს შეთანხმების გზით, აერჩიათ საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები. ეს იყო...
სოფლები საკანალიზაციო სისტემის გარეშე. ხელვაჩაურის მერიას პრობლემის მოგვარების მიზნით წლების განმავლობაში არაერთმა მოქალაქემ მიმართა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ სოფლების შესწავლა დაიწყეს, თუმცა რთული რელიეფიდან გამომდინარე სოფლების დაქსელვა ვერ მოხერხდა და სამუშაოებიც ამ დრომდე ვერ დაიწყეს. პრობლემის მოგვარებას მომავალი წლიდან გეგმავენ. პროექტზე მუშაობას KFW - ბანკის მხარდაჭერით იგეგმება.
სამუშაოები ზედა ერგეში, ქვედა ჯოჭოში, მარადიდში ჩატარდება. იგი მომდევნო წლიდან დაიწყება...
ქედის მერია „ძველი სახლის ახლით შეცვლის“ პროგრამის ფარგლებში ოთხ საცხოვრებელს აშენებს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
მერიაში საცხოვრებლის მოთხოვნით 30-მდე განცხადება იყო შესული, რომელიც სპეციალურმა კომისიამ შეისწავლა.
პროგრამის ძირითადი კრიტერიუმი სიძველით დაზიანებული სახლი და ოჯახის ფინანსური მდგომარეობაა.
სამუშაოები დეკემბრის 15 რიცხვისთვის უნდა დასრულდეს. პროგრამის ბიუჯეტი 150 760 ლარია.
ენმ-ს აჭარის ორგანიზაციის წევრებს, მათ ოფისზე მომხდარი თავდასხმის საქმის გამოძიების იმედი არ აქვთ და ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევები უამრავია, თუმცა არც ერთ შემთხვევაში დამნაშავე არ დასჯილა, იმიტომ, რომ ოპოზიციაზე თავდასხმა ხელისუფლების მხრიდანაა წახალისებული. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
"თვეში ერთხელ ქართული ოცნების აქტივი, გამგეობის თანამშრომლები, სხვადსხვა ა(ა)იპ-ისა და შპს-ს თანამშრომლები მოდიან და მიტინგებს მართავენ ჩვენს ოფისთან, სხვადსხვა ნივთებს ისვრიან. წარმოუდგენელია ვერ...
წალენჯიხის ახლადარჩეული მერი გიორგი ხარჩილავა მუშაობას შეუდგა. დაიწყო გადაბარების პროცესი. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
ეს ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა და საკრებულოშიც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს.
"ჩვენ ძალიან ნათელი ხედვები გვაქვს გამჭვირვალეობის, ამომრჩეველთა ჩართულობის, დემოკრატიული სტანდარტების" - ამბობს გიორგი ხარჩილავა, რომელიც სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
"ლელოს" წევრის, თამარ ბელქანიას შეფასებით, დღეს წალენჯიხაში ისტორიული დღეა, რომელიც აჩვენებს ტოტალიტარული სისტემის რღვევას.
გიორგი ხარჩილავა დღეს წალენჯიხის...
სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე Facebook-ზე წერს, რომ კოსტავაზე, გმირთა მოედნამდე მონაკვეთზე კლდიდან დიდი ლოდები ცვივა.
ფერაძე სოციალურ ქსელში ფაქტის ამსახველ ფოტოებსაც ავრცელებს.
https://www.facebook.com/nata.peradze/posts/10219354832037375
ფრაქცია "ლელო" საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდება. პოლიტიკურმა პარტიამ ბოიკოტი შეწყვიტა და პლენარულ სხდომებს მიმდინარე კვირიდან დაესწრება. მიზეზი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნაა.
"ლელო წყვეტს ბოიკოტს, ვინაიდან ეს ბოიკოტი გამოცხადებული იყო ერთი ძირითადი მიზნით, რაც იყო სააკაშვილის ადეკვატურ ჰოსპიტალში გადაყვანა, რადგანაც ეს მიზანი შესრულებულია, ჩვენ ამ მომენტისთვის ვწყვეტ საპარლამენტო ბოიკოტს და გავაგრძელებთ საპარლამენტო შრომას. იმავე დროს ჩვენ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































