თელავის მერი მოვალეობის შესრულებას შეუდგა

410

თელავის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
დღეიდან, ლევან ანდრიაშვილი თელავის მუნიციპალიტეტს ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ახლადარჩეული მერი წინასაარჩევნოდ დასახელებული პრიორიტეტების განხორციელებას გეგმავს და საკადრო ცვლილებებს ჯერჯერობით არ აპირებს.

ანდრიაშვილმა თანამდებობაზე, შოთა ნარეკლიშვილი ჩაანაცვლა, რომელიც საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით, 19 ნოემბერს დაემშვიდობა

შეგახსენებთ, პარტია “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა, ლევან ანდრიაშვილმა თელავის მერის თანამდებობა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგად დაიკავა.

არჩევნებში მას, კონკურენციას, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარდგენილი, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, გიორგი ბოტკოველი- უწევდა. ანდრიაშვილმა არჩევნების მეორე ტურში, ამომრჩეველთა ხმების 56% მიიღო.