“ლელო” ბოიკოტს წყვეტს და საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდება

272

ფრაქცია “ლელო” საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდება. პოლიტიკურმა პარტიამ ბოიკოტი შეწყვიტა და პლენარულ სხდომებს მიმდინარე კვირიდან დაესწრება. მიზეზი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნაა.

“ლელო წყვეტს ბოიკოტს, ვინაიდან ეს ბოიკოტი გამოცხადებული იყო ერთი ძირითადი მიზნით, რაც იყო სააკაშვილის ადეკვატურ ჰოსპიტალში გადაყვანა, რადგანაც ეს მიზანი შესრულებულია, ჩვენ ამ მომენტისთვის ვწყვეტ საპარლამენტო ბოიკოტს და გავაგრძელებთ საპარლამენტო შრომას. იმავე დროს ჩვენ ვაგრძელებთ ოპოზიციურ ბრძოლას ყველა ჩვენ სხადასხვა კოლეგასთან ერთად მათ შორის საპროტესტო აქციებზე, საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებით, საკრებულოების გამოყენებით, უკლებლივ ყველა მექანიზმის გამოყენებით”, – თქვა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტეს დეპუტატებმაც, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას უბრუნდებიან.