“უახლოეს დღეებში შედგება კოალიციური მთავრობა, რაც წინასაარჩევნო ხედვა იყო. ყველაფერი კანონმდებლობით არის გაწერილი, ყველაფერი კონსტიტუციაში არის ასახული, ამიტომ ჩვენ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურ თანამშრომლობასა და ჩართულობას ვუზრუნველვყობთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რათა რაიონის ინტერესი და განვითარება იყოს პირველი რიგის ფუნქციონალური ამოცანა თვითმმართველობისთვის”,- აცხადებს წალენჯიხის მერი, გირგი ხარჩილავა.
შეგახსენებთ, წალენჯიხის ახლადარჩეული მერი, გიორგი ხარჩილავა მერიის შენობაში იმყოფება,
იგი დღეიდან მოვალეობის შესრულებას შეუდგა, მას მერიაში ყოფილი მერი ბესიკ
ფარცვანია დახვდა, რომელმაც უფლებამოსილება გადასცა.