აჭარის მთავრობა ხალხის ფულს არამიზნობრივად ხარჯავს. ერთი წლის განმავლობაში, რიჟვაძის გუნდმა საწვავსა და ავტომობილების მოვლაში 3 მილიონ ლარამდე, გადაჭარბებით დახარჯა. შესაბამისი დასკვნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა. ამის შესახებ სიუჟეტი TV25-მა მოამზადა.
როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ადგილობრივი ხელისუფლება ხალხის ფულს არასამსახურეობრივი საქმეების მოგვარებისთვის სარგებლობს და შვებულების დროს სამსახურის მანქანებითა და საბიუჯეტო თანხებით ნაყიდი ბენზინით გადაადგილდებიან.