საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობა ძვირდება, ახალციხეში მდებარე ავტოსადგურებში აცხადებენ, რომ ბილეთის ფასი, სავარაუდოდ, 3–4 ლარით გაიზრდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
„ახლანდელი ფასები მაშინდელია, როცა ერთი ლიტრი საწვავის ღირებულება 2, 20 ლარი იყო, ახლა 50%–ით არის გაძვირებული. შესაბამისად სავარაუდოდ გაიზრდება მგზავრობის საფასურიც. საუბარია მხოლოდ საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე, სოფლებში იგივე დარჩება“, – ამბობს შპს „ჯეოტივის“ ხელმძღვანელი, ნუგზარ მამუკაშვილი.
მისივე თქმით, ფასების მომატებამდე აღნიშნულ საკითხზე პარტნიორ კომპანიებს მოელაპარაკება.
უახლოეს მომავალში მგზავრობის ფასების გაზრდაზე საუბრობენ ახალციხეში მდებარე მეორე ავტოსადგურზეც. შპს „მიზანის“ წარმომადგენელის, რომან გოგოლაძის თქმით, ფასის მატება იგეგმება, თუმცა რამდენით ჯერ არ იცის.
22 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში ერთი ლიტრი საწვავის ფასი 2.94–დან 3.12 ლარამდე მერყეობს.