ქედის მერია „ძველი სახლის ახლით შეცვლის“ პროგრამის ფარგლებში ოთხ საცხოვრებელს აშენებს

455

ქედის მერია „ძველი სახლის ახლით შეცვლის“ პროგრამის ფარგლებში ოთხ საცხოვრებელს აშენებს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

მერიაში საცხოვრებლის მოთხოვნით 30-მდე განცხადება იყო შესული, რომელიც სპეციალურმა კომისიამ შეისწავლა.

პროგრამის ძირითადი კრიტერიუმი სიძველით დაზიანებული სახლი და ოჯახის ფინანსური მდგომარეობაა.

სამუშაოები დეკემბრის 15 რიცხვისთვის უნდა დასრულდეს. პროგრამის ბიუჯეტი 150 760 ლარია.