პრემიერი: მოსახლეობა არ მუშაობს, რომ სოციალური დახმარება არ მოუხსნან

417

პრემიერმინისტრი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ახალ პროგრამას აანონსებს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ღარიბაშვილი ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში სოციალური დახმარების მანკიერი სისტემაა, რომელიც უნდა შეიცვალოს.

არსებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ზრდასრული შრომისუნარიანი მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები შევაჩვიეთ უმუშევრობას, სიღარიბეს და უმოქმედობას. ღარიბაშვილის თქმით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს სოციალური დახმარების ნაცვლად სახლემწიფომ სამუშაო ადგილები უნდა შესთავაზოს. პრემიერი ირწმუნება, რომ ამის რესურსი ქვეყანაში არის.

ღარიბაშვილმა არსებულ სოციალურ პოლიტიკას “მანკიერი სისტემა” უწოდა და თქვა, რომ საჭიროა ის შეიცვალოს. მისი თქმით, ქვეყანაში 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქეა, მათ შორის სულ მცირე 200 000 კი შრომისუნარიანია.