ადიგენის მერიის შენობის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

429

ადიგენის მერიამ ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი  557 021 ლარზე 10 ნოემბერს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის მსურველებითვის წინადადებების მიღება 27–ში იწყება.

“მერიის პირველი ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს შენობის მთლიან რეაბილიტაციას. შესაცვლელია შენობის კარებები, ფანჯრები…“–ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

ტენდერი ასევე, გათბობისა და საკანალიზაციო სისტემის მოწყობას გულისხმობს.