სოფლები საკანალიზაციო სისტემის გარეშე. ხელვაჩაურის მერიას პრობლემის მოგვარების მიზნით წლების განმავლობაში არაერთმა მოქალაქემ მიმართა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ სოფლების შესწავლა დაიწყეს, თუმცა რთული რელიეფიდან გამომდინარე სოფლების დაქსელვა ვერ მოხერხდა და სამუშაოებიც ამ დრომდე ვერ დაიწყეს. პრობლემის მოგვარებას მომავალი წლიდან გეგმავენ. პროექტზე მუშაობას KFW – ბანკის მხარდაჭერით იგეგმება.
სამუშაოები ზედა ერგეში, ქვედა ჯოჭოში, მარადიდში ჩატარდება. იგი მომდევნო წლიდან დაიწყება და 2025 წლამდე დასრულდება პროექტის საერთო ღირებულება 6 მილიონი ევროა.