ოზურგეთის მერი: ვიწყებთ ჩვენი 8-პუნქტიანი გეგმის განხორციელებას, რომელიც საარჩევნო პერიოდში გავაცანით თანამოქალაქეებს

618

ოზურგეთის ახლადარჩეული მერი ავთანდილ თალაკვაძე, უფლებამოსილების შესრულებას დღეს შეუდგა. ახალ მერს ადმინისტრაციულ შენობასთან წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და მერიის თანამშრომლები დახვდნენ.

„მადლობა მინდა გადავუხადო მხარდამჭერებს და საზოგადოებას გამოცხადებული ნდობისთვის. ჩვენი გუნდი მომავალზეა ორიენტირებული და ვიწყებთ ჩვენი 8 – პუნქტიანი გეგმის განხორციელებას, რომელიც საარჩევნო პერიოდში გავაცანით თანამოქალაქეებს. პირველ რიგში, დავიწყებთ ბიუჯეტის პროექტის დამუშავებას იმისთვის, რომ რესურსები მაქსიმალურად მორგებული იყოს არსებული პრობლემების და საჭიროებების მოგვარებაზე“, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.