ოპოზიციური თვითმმართველობა – წალენჯიხის მერი მოვალეობის შესრულებას შეუდგა

377

წალენჯიხის ახლადარჩეული მერი გიორგი ხარჩილავა მუშაობას შეუდგა. დაიწყო გადაბარების პროცესი. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

ეს ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა და საკრებულოშიც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს.

“ჩვენ ძალიან ნათელი ხედვები გვაქვს გამჭვირვალეობის, ამომრჩეველთა ჩართულობის, დემოკრატიული სტანდარტების” – ამბობს გიორგი ხარჩილავა, რომელიც სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

“ლელოს” წევრის, თამარ ბელქანიას შეფასებით, დღეს წალენჯიხაში ისტორიული დღეა, რომელიც აჩვენებს ტოტალიტარული სისტემის რღვევას.

გიორგი ხარჩილავა დღეს წალენჯიხის ყოფილ მერსაც შეხვდა, რომელმაც უშუალოდ გადააბარა მმართველობა და როგორც ის ამბობს, წარმატებაც უსურვა.