შინაური ცხოველის მიტოვებაზე, შესაძლოა, ჯარიმა დაწესდეს

324

მეპატრონის მიერ შინაური ცხოველის მიტოვებაზე, შესაძლოა, ადმინისტრაციული ჯარიმა დაწესდეს. პარტია „მოქალაქეების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი განიხილავს.

ამ პროექტის მიხედვით, შინაური ცხოველის მიტოვებისთვის, ფიზიკური პირი 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 1 500 ლარით დაჯარიმდება. განმეორებით შემთხვევაში, ჯარიმის თანხა გაორმაგდება.