ანაკლიის პორტი სახელმწიფო თანამონაწილეობით აშენდება და 51 %-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მთავრობს სხდომაზე პრემიერმა თქვა, რომ სახელმწიფო საერთაშორისო კონკურსს გამოაცხადებს.
„ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო, დანარჩენზე გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს და შევარჩევთ პარტნიორ კომპანიებს.
ეს პროექტი არის მიტოვებული, ადგილი არის გაპარტახებული. მტვრის ბუდედ გადააქციეს ადგილი. ამიტომ ეს არის კატეგორიულად...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ავტორი: ანანო გოშაძე
რა მდგომარეობა იყო 2018-2022 წლებში მუნიციპალურ ბიბლიოთეკებში, რამდენი ახალი ბიბლიოთეკა აშენდა, რამდენს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რამდენით დაფინანსდა ჯამში აღნიშნული ბიბლიოთეკები და ამ დაფინანსებიდან რამდენი მოხმარდა წიგნების შეძენას 5 წლის განმავლობაში – droa.ge-მ აღნიშნული ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვა.
ფოთის მუნიციპალიტეტი
ფოთის მუნიციპალიტეტში 4 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს: შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკა, ნიკო ნიკოლაძის საბავშვო ბიბლიოთეკა, N2 ბ/ და N3...
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია მთლიანად დასრულდა.
მისივე თქმით, ორი მნიშვნელოვანი გამზირის რეაბილიტაციამ, გადაადგილების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვია, ამიტომ დანარჩენი კვანძების მოწესრიგებას ეტაპობრივად მიყვებიან.
პროექტის ფარგლებში, მელიქიშვილის გამზირზე - ვარაზისხევიდან ჭოველიძის ქუჩამდე, ასევე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის წინ და ვერის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე რეაბილიტირდა მიწისქვეშა და მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყო სანიაღვრე და გარე განათების ახალი ქსელები, დამონტაჟდა თანამედროვე, LED სანათები,...
მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შიდა სარწყავი არხების გაწმენდის რეაბილიტაციის ტენდერი გამოცხადდა.
პროექტის ღირებულება 81 273 ლარია.
ხელშეკრულების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები უნდა დაასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 1 მარტის ჩათვლით. მიმწოდებელს ობიექტის კონკრეტული მისამართი, შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ან/და დეფექტური აქტი და სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები გადაეცემა წერილობით.
მარნეულის მერიამ შიდა სარწყავი არხების გაწმენდის რეაბილიტაციის სამუშაოების ტენდერი 9 დეკემბერს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, "განახლებული რეგიონების" ფარგლებში, ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების მიზნით, ტენდერი გამოაცხადა.
გურიის რეგიონში პროგრამით მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2021 წლის მაისში დაიწყო. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც მასთან გაფორმებული ხელშკრულება შეწყდა. ხელშეკრულების შეწყვეტამდე, კონტრაქტორ კომპანიას არაერთხელ მიეცა, როგორც სიტყვიერი, ისე წერილობითი გაფრთხილება....
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ავტორი: ანანო გოშაძე
რა მდგომარეობა იყო 2018-2022 წლებში მუნიციპალურ ბიბლიოთეკებში, რამდენი ახალი ბიბლიოთეკა აშენდა, რამდენს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რამდენით დაფინანსდა ჯამში აღნიშნული ბიბლიოთეკები და ამ დაფინანსებიდან რამდენი მოხმარდა წიგნების შეძენას 5 წლის განმავლობაში – droa.ge-მ აღნიშნული ინფორმაცია გურიის მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 19 ბიბლიოთეკა: ოზურგეთის ცენტრალური ბიბლიოთეკა, ასკანის, ბახვის, შემოქმედის, დვაბზუს, ვაკიჯვრის, მთისპირის, ძიმითის, სილაურის, ლიხაურის, გურიანთის, მერიის,...
გლდანის რაიონში, მუხიანის აგარაკებზე, გამარჯვების ქუჩაზე, დაახლოებით, 1 822 გრძივ
მეტრზე წყალარინების ქსელი, 871 გრძივ მეტრზე კი, სანიაღვრე ქსელი მოეწყო. ამ ეტაპზე, ასფალტის საფარი, დაახლოებით, 10 972 კვ.მ ფართობზე იგება.
აღნიშნულ მისამართზე წყალარინების ქსელის მოწყობისთვის 545 994 ლარი დაიხარჯა, სანიაღვრე ქსელისა და გზის საფარის მოწყობისთვის კი, დაახლოებით, 1 694 512 ლარი დაიხარჯება. გამარჯვების ქუჩაზე აქამდე წყალარინების ქსელი და გზის საფარი არ...
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში წლების განმავლობაში დაუკანონებელ ბინებზე საკუთრების მოწმობების გაცემის პროცესი დაიწყო. მთავრობის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, საკუთრებაში ბინა 86 ოჯახს გადაეცემა.
https://www.facebook.com/ambrolaurimunicipality/posts/pfbid02CEwPsjSL7Rz1KuDTm81WiBu56PVSSf3yeiSNcVvVtteQ58hrVeVjxxdxZzPftBUml
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საბავშო ბაღების გაზმომარაგების შიდა ქსელის მოწყობის სამონტაჟო სამუშაოებისთვის, გორის მერიამ გამარტივებული შესყიდვის გზით, ხელშეკრულება გაუფორმა შპს "სოკარ ჯორჯია გაზს", რისთვისაც 24 699 ლარს გადაუხდის.
დოკუმენტის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო ჩაატაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში.
ხელშეკრულება მიმდინარე წლის 1 დეკემბერიდან 2023 წლის 31 იანვრამდეა ძალაში.
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის წყალმომარაგებისთვის 17 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოებს მიმდინარეობს. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.
სამუშაოები ითვალისწინებს ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობას, ახალი ჭაბურღილის, რეზერვუარის, ქსელის და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობას.
პროექტი 2024 წლის დასაწყისში დასრულდება, რის შედეგადაც, მუხრანის მაცხოვრებლები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
მესტიის მუნიციპალიტეტში იდლიანის ტერიტორიულ ერთეულში 130 მეტრი სიგრძის დაკიდული ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაში აღნიშნული, ხიდის მშენებლობა იდლიანის მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან მრავალი წლის განმავლობაში მოსახლეობას შემოვლითი საავტომობილო გზებით სიარული უწევდა, რაც პრობლემას ქმნიდა განსაკუთრებით, დიდთოვლიანობის დროს, ასევე, სასწრაფო დახმარების მიღებაც ხშირ შემთხვევაში დაგვიანებული აღმოჩენილა. ხიდის დარულების შემდეგ, მოსახლეობას იდლიანის ცენტრამდე 7 კილომეტრის ნაცვლად ერთი...
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა "ღია მმართველობის პარტნიორობის" ლოკალური პროგრამის (OGPLocal ) ექსპერტებთან შეხვედრა გამართა.
"ქუთაისის მუნიციპალიტეტი 2022 წელს ჩაერთო "ღია მმართველობის პარტნიორობის" ლოკალურ პროგრამაში (OGPLocal ) . OGP არის პლატფორმა, სადაც მნიშვნელოვან როლს სამოქალაქო საზოგადოება ასრულებს. ამ პროგრამას მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა შეუძლია ჩვენთვის, რათა სახელმწიფო სერვისები გახდეს უფრო ქმედითი და ეფექტური, ხოლო, მმართვაში აქტიურად ჩაერთონ მოქალაქეები. დღეს შევხვდი პროგრამის ექსპერტებს,...
სპორტის უნივერსიტეტის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია ელექტრონულ აუქციონზე 11 020 000 ლარად გაიყიდა. ინფორმაციას "ბიზნეს ფორმულა" ავრცელებს. როგორც ფორმულამ გაარკვია, ობიექტის ახალი მფლობელი "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძეა.
ქონების ეროვნული სააგენტოს საწყისი ფასი თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N49-ში მდებარე 18 019 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობებისთვის 10 000 000 ლარი იყო. საბოლოოდ კი ობიექტი 11 020 000 ლარად შპს...
თბილისის მერიამ კოსტავას ქუჩაზე, რესტორნების ქსელ "მაკდონალდსის" მიმდებარედ, 1 700 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის მონაცვლეობა განახორციელა, რომელიც კერძო საკუთრებაში იყო.
თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს ატარებს.
სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე აღდგება პირვანდელი გეგმარება, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდება სკამები და ურნები, ასევე, მოეწყობა სასმელი წყლის შადრევანი.
გარდა...
მთაწმინდის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ საზოგადოებას 2022 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.
გამგებლის განცხადებით, მიმდინარე წელს მთაწმინდის რაიონში კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში, 47 051 კვ.მ ფართობის გზის საფარი, აქედან შემოერთებულ ტერიტორიებზე 9 ქუჩა შეკეთდა; აშენდა გრუნტის დამჭერი 7 კედელი. სხვადასხვა კეთილმოწყობის სამუშაოები კი ჩატარდა 137 მისამართზე; გამწვანებისა და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები 350 მისამართზე ჩატარდა. გარდა ამისა, მოეწყო და რეაბილიტირდა...
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აჭარაში 2023 წლისთვის იზრდება სპორტის მხარდაჭერა და დაფინანსება, ასევე, იზრდება ფედერაციებისა და მასობრივი სპორტის დაფინანსება. მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებულებს ერთჯერად ჯილდოებთან ერთად დაენიშნებათ ყოველთვიური სტიპენდია.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს მოედნების, სპორტული დარბაზების, სარაგბო და საფეხბურთო სტადიონების მშენებლობა. დასრულდა ბათუმის საფეხბურთო სტადიონის, სპორტკომპლექსის და შუახევის ფიფას სტანდარტების სტადიონის მშენებლობა.
ამჟამად აჭარაში 3 სპორტული ინფრასტრუქტურის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































