საბურთალოს რაიონში ადგილმონაცვლეობის შედეგად, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

271

თბილისის მერიამ კოსტავას ქუჩაზე, რესტორნების ქსელ “მაკდონალდსის” მიმდებარედ, 1 700 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის მონაცვლეობა განახორციელა, რომელიც კერძო საკუთრებაში იყო.

თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს ატარებს.

სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე აღდგება პირვანდელი გეგმარება, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდება სკამები და ურნები, ასევე, მოეწყობა სასმელი წყლის შადრევანი.

გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება, დაითესება ბალახი და დამატებით დაირგვება მწვანე ნარგავები.

სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 250 000 ლარს შეადგენს.