მესტიის სოფელ იდლიანში ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

390

მესტიის მუნიციპალიტეტში იდლიანის ტერიტორიულ ერთეულში 130 მეტრი სიგრძის დაკიდული ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაში აღნიშნული, ხიდის მშენებლობა იდლიანის მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან მრავალი წლის განმავლობაში მოსახლეობას შემოვლითი საავტომობილო გზებით სიარული უწევდა, რაც პრობლემას ქმნიდა განსაკუთრებით, დიდთოვლიანობის დროს, ასევე, სასწრაფო დახმარების მიღებაც ხშირ შემთხვევაში დაგვიანებული აღმოჩენილა. ხიდის დარულების შემდეგ, მოსახლეობას იდლიანის ცენტრამდე 7 კილომეტრის ნაცვლად ერთი კილომეტრის გავლა მოუწევთ.

სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “სახარია” ასრულებს. ხელშეკრულების მიხედვით ხიდის მშენებლობა 2023 წლის აგვისტოს თვეში უნდა დასრულდეს.

პროექტის ღირებულება 1 402 310 ლარს შეადგენს.