ღარიბაშვილი: ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით

347

ანაკლიის პორტი სახელმწიფო თანამონაწილეობით აშენდება და 51 %-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მთავრობს სხდომაზე პრემიერმა თქვა, რომ სახელმწიფო საერთაშორისო კონკურსს გამოაცხადებს.

„ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო, დანარჩენზე გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს და შევარჩევთ პარტნიორ კომპანიებს.

ეს პროექტი არის მიტოვებული, ადგილი არის გაპარტახებული. მტვრის ბუდედ გადააქციეს ადგილი. ამიტომ ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. სასწრაფოდ უნდა შევარჩიოთ საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები და ჩვენც უნდა დავიწყოთ ინვესტირება ამ პროექტში. ეს პროექტი ჩვენი თანამონაწილეობით განხორციელდება, სახელმწიფო განახორციელებს ამ პროექტს, უცხო თუ სხვა კომპანიებთან ერთად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.