ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა “ღია მმართველობის პარტნიორობის” ლოკალური პროგრამის (OGPLocal ) ექსპერტებთან შეხვედრა გამართა.
“ქუთაისის მუნიციპალიტეტი 2022 წელს ჩაერთო “ღია მმართველობის პარტნიორობის” ლოკალურ პროგრამაში (OGPLocal ) . OGP არის პლატფორმა, სადაც მნიშვნელოვან როლს სამოქალაქო საზოგადოება ასრულებს. ამ პროგრამას მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა შეუძლია ჩვენთვის, რათა სახელმწიფო სერვისები გახდეს უფრო ქმედითი და ეფექტური, ხოლო, მმართვაში აქტიურად ჩაერთონ მოქალაქეები. დღეს შევხვდი პროგრამის ექსპერტებს, რომლებთან ერთადაც განვიხილეთ 2023-2025 წლებში პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ვალდებულებები.
ქუთაისის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე, საერთაშორისო დონორებთან თანამშრომლობით, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება ქალაქის განვითარებაზე“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრას გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელი, პროექტ „კარგი მმართველობის“ კოორდინატორი თინათინ ბეშკენაძე, ექსპერტები ლაშა გოგიძე და თამარ გზირიშვილი ესწრებოდნენ.