გლდანში გამარჯვების ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

319

გლდანის რაიონში, მუხიანის აგარაკებზე, გამარჯვების ქუჩაზე, დაახლოებით, 1 822 გრძივ
მეტრზე წყალარინების ქსელი, 871 გრძივ მეტრზე კი, სანიაღვრე ქსელი მოეწყო. ამ ეტაპზე, ასფალტის საფარი, დაახლოებით, 10 972 კვ.მ ფართობზე იგება.

აღნიშნულ მისამართზე წყალარინების ქსელის მოწყობისთვის 545 994 ლარი დაიხარჯა, სანიაღვრე ქსელისა და გზის საფარის მოწყობისთვის კი, დაახლოებით, 1 694 512 ლარი დაიხარჯება. გამარჯვების ქუჩაზე აქამდე წყალარინების ქსელი და გზის საფარი არ არსებობდა.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წელს გლდანის რაიონის გამგეობამ, ასევე, იაკობისა და გრემის ქუჩები, საზანოსა და ჟვანიას დამაკავშირებელი მონაკვეთი მოაწესრიგა.