მცხეთის სოფელ მუხრანის წყალმომარაგებისთვის 17 მილიონი ლარი დაიხარჯება

376

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის წყალმომარაგებისთვის 17 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოებს მიმდინარეობს. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.

სამუშაოები ითვალისწინებს ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობას, ახალი ჭაბურღილის, რეზერვუარის, ქსელის და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობას.

პროექტი 2024 წლის დასაწყისში დასრულდება, რის შედეგადაც, მუხრანის მაცხოვრებლები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.