წინა სტატია 65 დღეზე მეტია, რაც მარნეულში ნარიმანოვის ქუჩაზე N1 საცხოვრებელი კორპუსის ორი აივანი ჩამოინგრა, რასაც ორი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. N1 საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულის აივანი 26 ივნისს ჩამოინგრა, რასაც მეოთხე სართულის აივნის ნგრევაც მოჰყვა. შემთხვევის შემდგომ მარნეულის მერიამ მოქალაქეები სასტუმროში გადაიყვანა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. აივანჩამონგრეული კორპუსის მდგომარეობა ლევან სამხარეულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეისწავლა, რომლის დასკვნის მიხედვითაც, შენობას...
ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 22 მარტიდან დღემდე, 147.9 მილიონი ლარის ღირებულების 9,713 სესხია გაცემული,- ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში გაცემული სესხების მიზნობრიობა მოიცავს: ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის, პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების, ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების შეძენაზე, ასევე, მუშახელისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავებაზე გაწეული ხარჯების...
"თბილისობა 2022"-თან დაკავშირებით, ევროპის მოედნის მიმდებარედ სატრანსპორტო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა. შეზღუდვა 30 სექტემბრის ჩათვლით იმოქმედებს. აღნიშნულ პერიოდში, ავტომობილების გადაადგილება შეზღუდული იქნება მეტეხის ხიდიდან მეტეხის აღმართის მიმართულებით, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით კი,  მოძრაობა მხოლოდ ერთ ზოლში იქნება შესაძლებელი. აღნიშნული ცვლილება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე არ გავრცელდება.
2022 წლის 10 მაისიდან, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს. სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდიას იღებენ 0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-ის ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები, 1 ჰა-ზე 300 ლარის გაანგარიშებით. აგროქულების განაღდება, ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 500-ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზიაშია შესაძლებელი. აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2022 წლის 30 ნოემბერია. აგრობარათის გასააქტიურებლად ან ახალი ბარათის ასაღებად, ბანკში...
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის ქუჩის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების სისტემის გასაახლებლად სამუშაოებს ატარებს. პროექტის ფარგლებში კრწანისის ქუჩაზე სრულად იცვლება 7 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე მონაკვეთზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ახალ ქსელზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, წყლის წნევის რეგულატორები დამონტაჟდება. ასევე, მოეწყობა სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები. კრწანისის ქუჩაზე...
ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე ერთი კილომეტრი სიგრძის ბულვარი გაიხსნა. რიგის პარკსა და მიმდებარედ არსებულ ბულვარში, რომელთა საერთო ფართობიც შვიდ ჰექტარს შეადგენს, საბავშვო და სპორტული მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, მოსასვენებელი პავილიონები, საფეხმავლო ბილიკები, ვიდეომეთვალყურეობისა და განათების სისტემები მოეწყო, ცენტრალურ ნაწილში კი, მედიათეკის მიმდებარედ განთავსდა შადრევანი. სამუშაოების ფარგლებში, ჩატარდა გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება. მოეწყო სარწყავი სისტემა და გამწვანებული თარგები, რომლითაც...
წინა სტატია გორში, ცხინვალის გზატკეცილის, პუშკინისა და ტყვიავის ქუჩების კვეთაზე, სტალინის გამზირსა და თამარ მეფის ქუჩის კვეთაზე შუქნიშნების მოწყობის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა. გორის მერიას სამუშაოებისთვის 365 115 ლარი აქვს გამოყოფილი. აღსანიშნავია, რომ უწყებას შუქნიშნების მოწყობის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისთვის ტენდერი 5 თვის წინ ჰქონდა გამოცხადებული, შერჩეულ კომპანიას კი 20 000 ლარამდე თანხა გადაუხადა. მერიაში განმარტავდნენ, რომ შუქნიშნების განახლების მიზეზი მათი გაუმართაობა იყო და ამის გამო,...
მარნეულში წყლისა და წყალარინების სისტემის მშენებლობის სამუშაოების გაგრძელება ოქტომბრის ბოლოს იგეგმება. ინფორმაციას რადიო "მარნეული" ავრცელებს. მარნეულის წყლისა და წყალარინების სისტემისა და ბოლნისის წყალარინების სისტემის სამშენებლო სამუშაოები 6 დამოუკიდებელ პროექტად განხორციელდება და სამუშაოები 15 თვეს გაგრძელდება. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აღნიშნეს, რომ მშენებლობის დაწყებამდე სამობილიზაციო სამუშაოები ჩატარდება. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 8 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროექტის გაგრძელებაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. შესაბამის...
მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაია ნავერიანი დაინიშნა. რადიო მარნეულს ეს ინფორმაცია ადგილობრივ თვითმმართველობაში დაუდასტურეს. აღნიშნული სამსახურის უფროსად ვუგარ მამედოვი წლები მუშაობდა, თუმცა, ის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის დროს შეცვალეს. მამედოვი ახლა მარნეულის მერის, კენან ომაროვის თანაშემწეა. რაც შეეხება მაია ნავერიანს, ის მუნიციპალიტეტის ფინანსებისა და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშების განყოფილებაში მუშაობდა. კენან ომაროვს რეორგანიზაციის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია. თუმცა, რადიო...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ პროექტის „ტყის მდგრადი მართვა დედოფლისწყაროსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში“ მიმდინარე ანგარიში მოისმინა. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, პროექტი „საქართველოს სოფლის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 482 000 ლარია და იგი მიმდინარე თვეში დასრულდება. „პროექტის ფარგლებში, დედოფლისწყაროსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში 77 537ჰა...
თელავში ალაზნის გამზირზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ცენტრალურ მაგისტრალზე წყლის კომუნიკაციების რეაბილიტაცია დაასრულა. თელავის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ბეტონის დაზიანებული საფარის აღდგენის პროცესი, რის შემდეგაც დაიწყება გზის მოასფალტება. ჯამში, ასფალტის საფარი დაიგება 2.5 კმ სიგრძის გზაზე. "პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ალაზნის გამზირის გზის საფარის და ტროტუარების სრული რეაბილიტაცია, გამყოფი ზოლის მოწესრიგება და გამწვანების სამუშაოები. ასევე, მოეწყობა  საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გაჩერებები. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია...
კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სამინისტროს კულტურის კოდექსის შემუშავების გეგმა აქვს. როგორც მან პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განმარტა, ეს არის თეატრების საკანონმდებლო რეფორმა. „იცით, რომ კულტურის კოდექსის შემუშავების გეგმა გვაქვს. ეს არის ალბათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ფუნდამენტური აქტი, რომელსაც საქართველოს ეს მოწვევის პარლამენტი თავისი მანდატის ამოწურვამდე დაამტკიცებს. მუშაობის მეთოდი არის შემდეგნაირი - ჩვენ ვამუშავებთ ამ კოდექსის თავებს, ამ კოდექსის 2...
რუსთავის მერია
რუსთავის საკრებულოს აპარატის 26-მა თანამშრომელმა საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირებს შრომითი უფლებების დაცვის თხოვნით მიმართა. ამის შესახებ გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ლავრენტი ალანიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, აპარატის 26-მა თანამშრომელმა პროფკავშირებს მათი შრომითი უფლებების დაცვის თხოვნით მიმართა და რწმუნებულება გადასცა. როგორც ალანია აცხადებს, რუსთავის საკრებულოში შრომის ინსპექციაა შესული და იქ დასაქმებულების შრომითი უფლებების შესაძლო დარღვევისა და დისკრიმინაციის ფაქტებს სწავლობს. „ჩვენ მოგვანიჭეს უფლება, ჩავატაროთ...
გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება - სოფელ ბერბუკში გზის სამი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, გორის მერიის ცნობით, გზის ერთი მონაკვეთი უკვე დასრულებულია, ორ მონაკვეთზე კი სამუშაოები უახლოოეს დღეებში დასრულდება. ამ ეტაპზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს. პროექტი 1 500 მეტრამდე გზის მოწყობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, 2025 წლისთვის საქართველოს სპორტის ახალი უნივერსიტეტი ექნება. როგორც წულუკიანმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, ახალი უნივერსიტეტი თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, იმავე ტერიტორიაზე აშენდება, სადაც ახლა ავარიული შენობა დგას. როგორც წულუკიანმა განმარტა, სამბოს დარბაზი, რომელიც სპორტის უნივერსიტეტის შენობის გვერდითაა ასევე აიგება თავიდან ან იმავე ტერიტორიაზე, ან დიღომში, სპეციალურად მისთვის გამოყოფილ ადგილზე. „შარშან, როდესაც აქ გახლდით, არაერთმა თქვენგანმა დასვა...
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განათლების მინისტრთან, ხულოს მერთან და ადგილობრივ სკოლის აღსაზრდელებთან ერთად სკოლის და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობის დაწყებას საფუძველი ჩაუყარა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, ვაშლოვანში სკოლისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობის პროექტი ეროვნული მნიშვნელობისაა და მას ექნება უფრო დიდი მიზანი და მისია, ვიდრე ჩვეულებრივ სკოლას. „მიხარია, რომ რამდენიმე თვის წინ დაგეგმილი სკოლის მშენებლობის პროექტი უკვე მოქმედებაში...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ