მარნეულში წყლისა და წყალარინების სისტემის მშენებლობის სამუშაოების გაგრძელება ოქტომბრის ბოლოს იგეგმება. ინფორმაციას რადიო “მარნეული” ავრცელებს.
მარნეულის წყლისა და წყალარინების სისტემისა და ბოლნისის წყალარინების სისტემის სამშენებლო სამუშაოები 6 დამოუკიდებელ პროექტად განხორციელდება და სამუშაოები 15 თვეს გაგრძელდება. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აღნიშნეს, რომ მშენებლობის დაწყებამდე სამობილიზაციო სამუშაოები ჩატარდება.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 8 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროექტის გაგრძელებაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, გუგა კაკაბაძემ და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა: “China Geo – Engineering Corporation” (CGC) -ის რეგიონალურმა დირექტორმა, ჩენგჟოუ ჰემ და “POLAT Yol Yapi Sanayi ve Ticaret Anonim Sirkei”-ის ფინანსურმა მენეჯერმა, გიუნი ბელტირიმ მოაწერეს.
პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინასნებით განხორცილდება, რისთვისაც 47 003 251 დოლარია გამოყოფილი.