GWP კრწანისის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების სისტემას სრულად აახლებს

379

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის ქუჩის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების სისტემის გასაახლებლად სამუშაოებს ატარებს. პროექტის ფარგლებში კრწანისის ქუჩაზე სრულად იცვლება 7 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე მონაკვეთზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ახალ ქსელზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, წყლის წნევის რეგულატორები დამონტაჟდება. ასევე, მოეწყობა სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები.

კრწანისის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის განახლება ჯივიპის 2022 წლის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია, რომლისთვისაც 8,5 მლნ. ლარის ინვესტიციაა გამოყოფილი.