გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება – სოფელ ბერბუკში გზის სამი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს,
გორის მერიის ცნობით, გზის ერთი მონაკვეთი უკვე დასრულებულია, ორ მონაკვეთზე კი სამუშაოები უახლოოეს დღეებში დასრულდება. ამ ეტაპზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს.
პროექტი 1 500 მეტრამდე გზის მოწყობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.