“თბილისობა 2022”-თან დაკავშირებით, ევროპის მოედნის მიმდებარედ სატრანსპორტო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა. შეზღუდვა 30 სექტემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
აღნიშნულ პერიოდში, ავტომობილების გადაადგილება შეზღუდული იქნება მეტეხის ხიდიდან მეტეხის აღმართის მიმართულებით, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით კი, მოძრაობა მხოლოდ ერთ ზოლში იქნება შესაძლებელი.
აღნიშნული ცვლილება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე არ გავრცელდება.