გორში შუქნიშნების მოსაწყობად 300 000 ლარზე მეტი დაიხარჯება

310

წინა სტატია

გორში, ცხინვალის გზატკეცილის, პუშკინისა და ტყვიავის ქუჩების კვეთაზე, სტალინის გამზირსა და თამარ მეფის ქუჩის კვეთაზე შუქნიშნების მოწყობის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა.

გორის მერიას სამუშაოებისთვის 365 115 ლარი აქვს გამოყოფილი.

აღსანიშნავია, რომ უწყებას შუქნიშნების მოწყობის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისთვის ტენდერი 5 თვის წინ ჰქონდა გამოცხადებული, შერჩეულ კომპანიას კი 20 000 ლარამდე თანხა გადაუხადა.

მერიაში განმარტავდნენ, რომ შუქნიშნების განახლების მიზეზი მათი გაუმართაობა იყო და ამის გამო, ზოგჯერ საავარიო სიტუაციებიც იქმნებოდა.