რუსთავის სამ სკოლას ახალი სპორტული მოედნები ექნება. აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის მიხედვით, ახალი მოედნები მე-5, მე-7 და 24-ე საჯარო სკოლებისთვის მოეწყობა. ამავე ტენდერით შემოიღობება მე-5 საჯარო სკოლის ეზოც. სამუშაოების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 457 305 ლარი გამოიყო.
რუსთავის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლე, რომელიც წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ოქროს მედალზე დაამთავრებს, მუნიციპალიტეტის მერიისგან 500 ლარიან წახალისებას მიიღებენ. წახალისების მისაღებად მოსწავლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა დამრგვალების გარეშე 10 უნდა შეადგენდეს და რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრები უნდა იყოს. გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირზე, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება...
გორის მუნიციპალიტეტის მერია ჭეჭელაანთუბანში, დეგეულასა და ჯებირში ხიდების რეაბილიტაციისთვის 26 685 ლარს გადაიხდის. სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში უნდა განხორციელდეს. აღნიშნული ღირებულების ხელშეკრულება უწყებამ გამარტივებული შესყიდვის გზით, გიორგი სადაღაშვილს გაუფორმა. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია არსებული მოაჯირების დემონტაჟი, გაფხეკა – გასუფთავება და შეღებვა ანტიკოროზიული საღებავით. მონტაჟი არსებული ლითონის დეტალებზე, მოაჯირის მოწყობა მილკვადრატით. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, სადაღაშვილმა სამუშაობი 45 დღეში უნდა დაასრულოს.
2023 წლიდან, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება გაორმაგდება და დაახლოებით, 50 მილიონი ლარი გახდება, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ბენეფიტები თითოეულ მოქალაქეს ქრონიკული მედიკამენტების გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში ექნება. „დღეისათვის, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, რომლებსაც ჩვენი მოქალაქეები უფასოდ იღებენ აფთიაქებში, დაახლოებით, 24 მილიონი ლარით ფინანსდება. 2023 წლის იანვრიდან, რეფერენტული...
გარემოს ეროვნულ სააგენტოს ავტოპარკს 12 ახალი ავტომობილი გადაეცა. სააგენტოს ცნობით, მაღალი გამავლობის ავტომობილების დახმარებით, სააგენტოს სპეციალისტებს შესაძლებლობა ეძლევათ, ოპერატიულად შეაფასონ არსებული ვითარება და მიიღონ ზუსტი მონაცემები ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური პროცესების დროს. მათი ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ძირითად ფუნქციებს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის კვლევები, მოსალოდნელი ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური ხასიათის მოვლენების შესახებ ადრეული გაფრთხილებების მომზადება და გავრცელება, ასევე სტიქიური მოვლენების საფრთხეების შეფასება...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური სახლების მშენებლობასა და პროგრამა ,,ერთ თბილ ოთახზე” განცხადებების მიღება დაიწყო. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, განაცხადი მიიღება 10 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. „აღნიშნული გადაწყვეტილება, „უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით" შექმნილმა კომისიამ მიიღო. ბენეფიციარებმა, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს უნდა მიმართონ ან დარეკონ შემდეგ ნომერზე 595222855. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების...
წინა სტატია ავტორი: ეკატერინე ბასილაია ლევან წიკლაური "ქართული ოცნებიდან" თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. ის საჯარო სამსახურში თანამდებობას პირველად იკავებს და შესაბამისად, ქონებრივი დეკლარაციაც პირველად შეავსო. დეკლარაციის თანახმად, ჰყავს მეუღლე და სამი არასრულწლოვანი შვილი. ოჯახი ფლობს 14 უძრავ ქონებას, მათ შორის 7 კომერციული ფართია. მეუღლე, ნინო კვარაცხელია, ფლობს სამ უძრავ ქონებას: 2018 წელს 19 667 აშშ დოლარად ნაყიდ...
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს, რომ სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. მან საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე პარტია "ლელოს" ერთ-ერთი წევრის, საბა ბუაძის ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ ქალაქში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, საცობების თვალსაზრისით სხვა ალტერნატივა არ არის. საცობების და სატრანსპორტო პოლიტიკის განხილვას საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ხმაური მოჰყვა. "რაც შეეხება 18 მეტრიან ავტობუსებს, თქვენ ძალიან კარგად იცით ეს, მაგრამ...
თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ხმაური იყო. სიტყვიერი დაპირისპირება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებას მოჰყვა. ნადირაძემ განაცხადა, რომ 2017 წელს, მერიამ ვერეს ხეობაში 9600 კვ.მეტრი 12 დოლარად გაყიდა, რომ სპორტული კომპლექსი აშენებულიყო, მაგრამ ამის ნაცვლად, კახა კალაძის ცოლის დაქალმა და მისმა მეუღლემ იქ უნდა ჩადგან კორპუსი. აღნიშნულ განცხადებას საკრებულოში "ქართული ოცნების" წევრმა, ოთარ გრიგოლიამ ცილისწამება უწოდა. „ყველას გთხოვთ და მოგიწოდებთ, ასე ხელაღებით პიროვნული შეურაცხყოფა...
საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით, ბიუჯეტი სოფლის მეურნეობის სექტორში, 15.7%-ით გაზრდილია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ბიუჯეტის ზრდა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიმართულებით. საერთაშორისო ბაზრების დივერსიფიკაცია მთავარი ბერკეტია, რამაც ქართული ხარისხიანი აგროპროდუქციის რეალიზაცია უნდა უზრუნველყოს. საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია მაღალკონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობა და ბაზრების დივერსიფიცირება. ამ მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის...
შემდეგი სტატია ავტორი: ეკატერინე ბასილაია ბაკურ ავსაჯანიშვილი "ქართული ოცნებიდან" ყაზბეგის მერი 2021 ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. მერად არჩევამდე, 2012-2020 წლებში, ის შს სამინისტროს მაღალჩინოსანი, ყაზბეგის რაიონული სამმართველოს უფროსი იყო და შესაბამისად, ქონებრივი დეკლარაცია 2012 წლიდან ყოველ წელს, ჯამში 10-ჯერ აქვს შევსებული, მათ შორის, ბოლო დეკლარაცია კი - 2021 წლის ივლისში. ბაკურ ავსაჯანიშვილს ოჯახის წევრებად მითითებული ჰყავს: დედა, მეუღლე და ორი არასრულწლოვანი...
კასპის მერს ოპოზიცია ნეპოტიზმში ადანაშაულებს –  ენმ-ის წევრი ამბობს, რომ ვახტანგ მაისურაძემ კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელად დანიშნა ზურაბ მახარაძე, რომელთანაც ნათლიმირონობა აკავშირებს.  ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. “კასპის მერს და ზურაბ მახარაძეს ერთმანეთთან აკავშირებთ ნათლიმირონობა. ეს ადამიანი ვახტანგ მაისურაძემ დააწინაურა რამდენიმე დღის წინ და ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის დირექტორად დანიშნა”, – გვითხრა გიორგი შარიფაშვილმა. მახარაძის დაწინაურებას, ნათესაური კავშირის საფუძველზე, კასპის მერი უარყოფს. “კასპი პატარა მუნიციპალიტეტია. მახარაძე მუშაობდა ადრეც...
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, „პურის ფესტივალი“ 8-9 ოქტომბერს მესამედ ჩატარდება. თბილისის მერიის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების სარეალიზაციო და სადემონსტრაციო პროდუქცია. ფესტივალი თეატრალიზებული წარმოდგენით გაიხსნება, სადაც პურის ცხობის ძველი ტრადიციები გაცოცხლდება, მუსიკალურ ფონს კი ქართული ფოლკოლური ანსამბლი შექმნის. დამთვალიერებელი ორი დღის განმავლობაში, ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ შემეცნებით...
საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით, ბიუჯეტი სოფლის მეურნეობის სექტორში, 15.7%-ით გაზრდილია, რაც ითვალისწინებს გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ბიუჯეტის ზრდასაც. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მიმართულებებით მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ბოლო წლების ტენდენცია, რაც ქვეყანაში გადამმუშავებელი და შემნახველი სექტორის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს. 2014 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს ხელშეწყობით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 216 გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოს...
წინა სტატია ავტორი: ეკატერინე ბასილაია გიორგი ინაშვილი "ქართული ოცნებიდან" დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მეორე ვადით აირჩიეს. დეკლარაცია 2014 წლიდან ყოველ წელს, ჯამში 8-ჯერ აქვს შევსებული, ჯერჯერობით, ბოლო დეკლარაცია კი - 2021 წლის სექტემბერში. ოჯახის წევრად მითითებული ჰყავს მეუღლე. საკრებულოს თავმჯდომარე დუშეთის მუნიციპალიტეტში 5 უძრავ ქონებას ფლობს და ყველა მათგანი მემკვიდრეობით აქვს მიღებული: 2016 წელს მემკვიდრეობით მიუღია...
თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად, ქუჩის მხატვრობის წარმომადგენლებს, ე.წ. სთრით არტისტებს და ქუჩის ხელოვნების ფესტივალის ორგანიზატორებს შეხვდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე დედაქალაქის მერმა აღნიშნული მიმართულების კიდევ უფრო წასახალისებლად, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა და ხელოვანებთან სამომავლო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა. მისი თქმით, საბჭოთა კავშირის დროინდელი შენობა-ნაგებობების იერსახე ქალაქისთვის პრობლემას წარმოადგენს და ქუჩის მხატვრობა მათ ვიზუალური თვალსაზრისით ალამაზებს. „მინდა, კიდევ ერთხელ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ