ზუგდიდის მერიამ სოციალური სახლების მშენებლობასა და პროგრამა ,,ერთ თბილ ოთახზე” განცხადებების მიღება დაიწყო

341

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური სახლების მშენებლობასა და პროგრამა ,,ერთ თბილ ოთახზე” განცხადებების მიღება დაიწყო.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, განაცხადი მიიღება 10 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

„აღნიშნული გადაწყვეტილება, „უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით” შექმნილმა კომისიამ მიიღო.

ბენეფიციარებმა, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს უნდა მიმართონ ან დარეკონ შემდეგ ნომერზე 595222855.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებს საცხოვრებელ სახლებს 2015 წლიდან უშენებს. დღემდე 141 სახლია აშენებული, ხოლო „ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაში, 69 ოჯახი ჩაერთო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.