რუსთავის სამ სკოლას ახალი სპორტული მოედანი ექნება

447

რუსთავის სამ სკოლას ახალი სპორტული მოედნები ექნება. აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერის მიხედვით, ახალი მოედნები მე-5, მე-7 და 24-ე საჯარო სკოლებისთვის მოეწყობა. ამავე ტენდერით შემოიღობება მე-5 საჯარო სკოლის ეზოც.

სამუშაოების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 457 305 ლარი გამოიყო.