გორის მუნიციპალიტეტში სამი ხიდის რეაბილიტაციისთვის 20 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება

388

გორის მუნიციპალიტეტის მერია ჭეჭელაანთუბანში, დეგეულასა და ჯებირში ხიდების რეაბილიტაციისთვის 26 685 ლარს გადაიხდის. სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.

აღნიშნული ღირებულების ხელშეკრულება უწყებამ გამარტივებული შესყიდვის გზით, გიორგი სადაღაშვილს გაუფორმა.

პროექტის მიხედვით, დაგეგმილია არსებული მოაჯირების დემონტაჟი, გაფხეკა – გასუფთავება და შეღებვა ანტიკოროზიული საღებავით. მონტაჟი არსებული ლითონის დეტალებზე, მოაჯირის მოწყობა მილკვადრატით.

ხელშეკრულების პირობების მიხედვით, სადაღაშვილმა სამუშაობი 45 დღეში უნდა დაასრულოს.