კასპის მერს ოპოზიცია ნეპოტიზმში ადანაშაულებს

390

კასპის მერს ოპოზიცია ნეპოტიზმში ადანაშაულებს –  ენმ-ის წევრი ამბობს, რომ ვახტანგ მაისურაძემ კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელად დანიშნა ზურაბ მახარაძე, რომელთანაც ნათლიმირონობა აკავშირებს.  ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“კასპის მერს და ზურაბ მახარაძეს ერთმანეთთან აკავშირებთ ნათლიმირონობა. ეს ადამიანი ვახტანგ მაისურაძემ დააწინაურა რამდენიმე დღის წინ და ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის დირექტორად დანიშნა”, – გვითხრა გიორგი შარიფაშვილმა.

მახარაძის დაწინაურებას, ნათესაური კავშირის საფუძველზე, კასპის მერი უარყოფს.

“კასპი პატარა მუნიციპალიტეტია. მახარაძე მუშაობდა ადრეც და ეხლაც აგრძელებს მუშაობას”, – ამბობს ვახტანგ მაისურაძე.