სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 216 გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოს შექმნა დაფინანსდა

289

საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით, ბიუჯეტი სოფლის მეურნეობის სექტორში, 15.7%-ით გაზრდილია, რაც ითვალისწინებს გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ბიუჯეტის ზრდასაც.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მიმართულებებით მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ბოლო წლების ტენდენცია, რაც ქვეყანაში გადამმუშავებელი და შემნახველი სექტორის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს.

2014 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს ხელშეწყობით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 216 გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოს შექმნა დაფინანსდა. მათ შორის, 82 გადამმუშავებელი საწარმოა, რომელთა ინვესტიციის ოდენობამ 112,188,312 ლარი შეადგინა, საიდანაც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 38,981,622 ლარია. რაც შეეხება შემნახველი საწარმოებს, დაფინანსებულია 134 საწარმო; ინვესტიციის ოდენობამ 175,803,511 ლარი შეადგინა, საიდანაც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებაა 66,476,680 ლარია.