გარემოს ეროვნულ სააგენტოს ავტოპარკს 12 ახალი ავტომობილი გადაეცა

270

გარემოს ეროვნულ სააგენტოს ავტოპარკს 12 ახალი ავტომობილი გადაეცა. სააგენტოს ცნობით, მაღალი გამავლობის ავტომობილების დახმარებით, სააგენტოს სპეციალისტებს შესაძლებლობა ეძლევათ, ოპერატიულად შეაფასონ არსებული ვითარება და მიიღონ ზუსტი მონაცემები ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური პროცესების დროს.

მათი ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ძირითად ფუნქციებს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის კვლევები, მოსალოდნელი ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური ხასიათის მოვლენების შესახებ ადრეული გაფრთხილებების მომზადება და გავრცელება, ასევე სტიქიური მოვლენების საფრთხეების შეფასება წარმოადგენს.

„ჩვენ რეგულარულად ვმუშაობთ სააგენტოს ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების და განახლების მიმართულებით. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, რაც რთულად მისასვლელ ადგილებში სპეციალისტების მარტივად გადაადგილებას და ოპერატიულ რეჟიმში მუშაობას უზრუნველყოფს“, – განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, თამარ ფიცხელაურმა.

მაღალი გამავლობის ავტომობილები გარემოს ეროვნული სააგენტოს დარგობრივ დეპარტამენტებს გადაეცა.