რუსთავის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლე, რომელიც წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ოქროს მედალზე დაამთავრებს, მუნიციპალიტეტის მერიისგან 500 ლარიან წახალისებას მიიღებენ.
წახალისების მისაღებად მოსწავლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა დამრგვალების გარეშე 10 უნდა შეადგენდეს და რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრები უნდა იყოს.
გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირზე, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება – ქალაქი რუსთავი.