თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ხმაური იყო. სიტყვიერი დაპირისპირება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებას მოჰყვა.
ნადირაძემ განაცხადა, რომ 2017 წელს, მერიამ ვერეს ხეობაში 9600 კვ.მეტრი 12 დოლარად გაყიდა, რომ სპორტული კომპლექსი აშენებულიყო, მაგრამ ამის ნაცვლად, კახა კალაძის ცოლის დაქალმა და მისმა მეუღლემ იქ უნდა ჩადგან კორპუსი.
აღნიშნულ განცხადებას საკრებულოში “ქართული ოცნების” წევრმა, ოთარ გრიგოლიამ ცილისწამება უწოდა.
„ყველას გთხოვთ და მოგიწოდებთ, ასე ხელაღებით პიროვნული შეურაცხყოფა და ოჯახებზე თავდასხმა არ შეიძლება, ასეთი რაღაც “არ მოსულა”. თუ არგუმენტები, კონკრეტული მტკიცებულებები და საბუთები გაქვთ, წარმოადგინეთ, ასე ფოტოების გამოფენით არ ხდება ასეთი რაღაცები. ტყუილების ლაპარაკით დამაჯერებლობას ვერ შეიძენთ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, არ აქვს მნიშვნელობა თქვენთან პარტიაში რა ხდება, ყურადღების გადატანა თქვენი პარტიული პრობლემებიდან საკრებულოში, რომ კახა კალაძეს როგორმე თავს დაესხათ, არ შეიძლება. ამ პროცესების უკან ადამიანები დგანან”,-მიმართა გრიგოლიამ ნადირაძეს.
ამის შემდეგ საკრებულოს სხდომაზე ისევ იყო ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება. ამჯერად „ქართული ოცნების“ წევრი, გივი ჩხარტიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს დაუპირისპირდა და „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი მმართველობა