გახსოვთ, რომ ბევრს არ სჯეროდა თუნდაც იმ ამბიციური გეგმის, რომელიც ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობას უკავშირდებოდა. დღეს ყველას შეუძლია ნახოს, რომ მიმდინარეობს სამუშაოები“, - განაცხადა „იმედის კვირასთან" აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ. შავ ზღვაზე პალმის ხის ტოტებივით გაშლილი ტყუპი ნახევარკუნძული - ამბასადორი ბათუმი აილენდი, ისტორიული ქალაქის თანამედროვე განვითარების ახალი გზაა და ბათუმის, რეგიონის ახალ ბიზნეს ცენტრად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ამ მასშტაბურ პროექტზე საერთაშორისო მედიაც...
გლდანის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. მათ შორის, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, გრუნტის დამჭერი საყრდენი კედლები ეწყობა. ამჯერად, სამუშაოები  ავჭალა 2-ში, პაოლო იაშვილის ქუჩაზე  დასრულდა. პროექტის ფარგლებში,   36  გრძივი მეტრის  კედელი მოეწყო, რომელიც გზას ჩამოშლისგან დაიცავს.  აღნიშნულ მისამართზე გზის ფრაგმენტის ჩანგრევის საშიშროება იყო, რის გამოც, საყრდენი კედლის მოწყობა აუცილებლი გახდა. სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 209 610 ლარი დაიხარჯა.    ასევე,  გრუნტის...
საყოველთაო ჯანდაცვის სტაციონარული კომპონენტის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებლებს 2023 წლის 1-ელი იანვრიდან უჩნდებათ ვალდებულება, უზრუნველყონ სამედიცინო პერსონალის, პირველ რიგში ექიმებისა და ექთნების შრომის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება., - ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს განმარტებით, 2023 წლის პირველი იანვრიდან ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით, თვეში კი საშუალოდ 1260 ლარით, ხოლო ექთნების შემთხვევაში საათში...
ბათუმის ნაპირდაცვითი სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ახალი ბულვარის მიმდებარედ ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვება განხორციელდება. „პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოების დასრულების შედეგად გადაიჭრება მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც შტორმისა და უხვნალექიანობის დროს სანაპირო ინფრასტრუქტურის დაცვას უზრუნველყოფს. ნაპირდამცავი ღონისძიებების განხორციელება შესაბამისი პროექტირებისა და სანებართვო პროცედურების საფუძველზე დაიწყო. ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ. პროგრამას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს,...
საბურთალოს რაიონში, ლეო კვაჭაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 21 ნოემბრიდან ერთი თვის განმავლობაში, ონკოლოგიური კლინიკიდან ბრიტანულ-ქართულ აკადემიამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, საავტომობილო გადაადგილება ორმხრივად შეიზღუდება. გზის რეაბილიტაციის პერიოდში ავტომობილები შემოვლითი გზით - ამაშუკელის, დათუაშვილის, ავთო ვარაზისა და ფერმწერთა ქუჩების გამოყენებით გადაადგილდებიან. სატრანსპორტო საშუალებები კვაჭაძის ქუჩაზე ლისის წრიდან ონკოლოგიურ კლინიკამდე და უკუმიმართულებით იმოძრავებენ. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით, ავტობუსი N329 დადგენილი მარშრუტის მიხედვით ონკოლოგიურ კლინიკამდე...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი დუშეთში ურბანული განახლების პროგრამას ახორციელებს. სამინისტროს ცნობით, აღნიშნული პროგრამა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით 2017 წელს დაიწყო. პროგრამის პირველ ეტაპის ფარგლებში ქალაქ დუშეთის ცენტრალური პარკის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ურბანული განახლების მეორე და მესამე ეტაპის სამუშაოები, რომლის მიმდინარეობას ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე, გიორგი ციბაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად...
გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამჯერად, სოფელ გლდანში, თამარ მეფის ქუჩის მონაკვეთზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 1 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე გზის საფარი მოეწყობა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 138 000 ლარი დაიხარჯება. გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად, მიმდინარე პროცესს გაეცნო, მოსახლეობას შეხვდა და სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის (ნაგავსაყრელების) სამცხე-ჯავახეთის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი კოორდინატორი, ანზორ სანდროშვილი კომერციული მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. იგი გორის რაიონულმა სასამართლომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ანზორ სანდროშვილი წლების განმავლობაში სამცხე-ჯავახეთის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი კოორდინატორი იყო. როგორც საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში აცხადებენ, სანდროშვილი სამსახურებრივი მოვალეობის გადაჭარბების...
ქარელის 2023 წლის ბიუჯეტში სპორტის და კულტურის დაფინანსება 1 მილიონი ლარით მცირდება, – ამის შესახებ საკრებულოს კომისის სხდომაზე საფინანსო საბიუჯეტო კომისიის უფროსმა განაცხადა. კობა ნახუცრიშვილის თქმით, 2023 წლის ბიუჯეტი 19 670 000 ლარით იგეგმება და წინა წელთან შედარებით, დაფინანსება რამდენიმე მიმართულებით გაიზრდება: ინფრასტრუქტურის დაფინანსება 1 500 000 ლარით გაიზრდება; დასუფთავების დაფინანსება  600 000-მდე ლარით გაიზრდება; განათლების დაფინანსება 400 000 ლარით გაიზრდება; ჯანდაცვის...
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია გორის მერიას ევროპის საკლუბო ჩემპიონატისთვის 20 000 ლარის გამოყოფას სთხოვს. ამის შესახებ წერილი მერიაში 2022 წლის 10 ნოემბერს მიიღეს. ტურინირი კი 26 ნოემბერს ტარდება. გორის მერიის სპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ მათთვის მოულოდნელი იყო თანაორგანიზატორად გამოცხადება. უფრო მეტიც, ისინი ასეთ თანამონაწილეობას არ ელოდნენ. ტურნირში, რომელიც ძიუდოს კლუბებს შორის იმართება, გორის მერიის კლუბი "გოლდენ გორი'' მონაწილეობს. სპორტის სააგენტოში აღნიშნავენ,...
ზუგდიდის საახალწლო გაფორმებისთვის, გასანათებელი მოწყობილობების, დეკორაციების და აქსესუარების შესაძენად მერიამ 216 ათასი ლარი გამოყო. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. წინადადებების მიღება 25 ნოემბერს დაიწყება და 28 ნოემბერს დასრულდება. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, საახალწლო გასანათებელი მოწყობილობებისა და დეკორაციების მოწყობა-მონტაჟი ქალაქის ცეტნრალურ ქუჩებზე, ბულვარისა და დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ტერიტორიაზე განხორციელდება. საუბარი შეეხება ნეონის მანათობელ მილებს, ბოძებზე დასამონტაჟებელ დეკორატიულ განათებას, ლედ მანათობელ ნათურებს, დიოდურ მილებს და სხვა...
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკის მოსახლეობის მოთხოვნა, სოფლისათვის სახელ „მამეის“ დარქმევასთან დაკავშირებით კვლავ უცვლელი რჩება. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ადგილობრივები აცხადებენ, რომ ისტორიულად სოფელს „მამეი“ ერქვა და მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დროს სოფელს კიროვკა დაარქვეს დასახლებას ყველა მამეით იცნობს. სოფელ კიროვკისათვის სახელის შეცვლის პროცესი მუნიციპალიტეტში 2022 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად სოფლის მოსახლეობას რამდენიმე სახელი შეთავაზეს, მაგრამ მათ შორის არ ყოფილა მოსახლეობისაგან მოთხოვნილი...
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ ახალ დიოკნისში სავარჯიშოების მოწყობისა და სოფელ ალავარში სკვერის შემოღობვისათვის გამარტივებული შესყიდვა შპს „სოფოსთან" გააფორმა. ინფორმაციას რადო მარნეული ავრცელებს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფლებში პროექტის განხორციელება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გადაწყვიტა. ორივე პროექტის საერთო ღირებულება 31 684 ლარს შეადგენს. აქედან 22 517 ლარი ახალ დიოკნისში სავარჯიშოების, ხოლო 9 166 ლარი ალავარის სკვერის შემოღობვისათვისაა გამოყოფილი. მარნეულის მერიამ შპს „სოფოსთან" გამარტივებული წესით...
მარნეულის მუნიციპალიტეტში ექვსი ამბულატორია გასარემონტებლად ორ სტრუქტურას გადაეცა. აღნიშნული თემა განსახილველად 14 ნოემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა აგილ ამირჯანოვმა გამოიტანა და თქვა, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უსასყიდლოდ ითხოვს სოფელ კაპანახჩის, ხიხანის და ხოჯორნის ამბულატორიების ფართის გადაცემას. ხოლო ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი ალგეთის, წერაქვისა და წერეთლს ამბულატორიების გადაცემას თვითმმართველობას ორი წლის ვადით,...
რუსთავის საკრებულოში სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. კომისიას, რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე და მერის სამივე მოადგილე ესწრება. კომისიაზე განსახილველი მთავარი საკითხი მომდევნო, 2023 წლის ბიუჯეტის ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებებია. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს. სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირებაა. საკრებულოს ოპოზიციური ფრთის წევრებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ისმის პოლიტიკური ურთიერთბრალდებები.
გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ ილურიძე, რომელიც თანამდებობიდან გორის მერმა პროკურატურის რეკომენდაციით გაათავისუფლა, მუშაობას ბაღების სააგენტოში აგრძელებს. გიორგი შათირიშვილმა ის საკუთარ თანაშემწედ დანიშნა. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ ბაღების სააგენტოშიც. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. ‘შათირიშვილს აქამდე უკვე ჰყავდა თანაშემწე გიორგი გოგოლაძე და ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს ერთს ნაცვლად ორი თანაშემწე ეყოლება”, – განაცხადეს სააგენტოში. შეგახსენებთ, რომ სუს-ის ანტიკორუფციულიი სააგენტოს მიერ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ