ზუგდიდის საახალწლო გაფორმებისთვის, გასანათებელი მოწყობილობების, დეკორაციების და აქსესუარების შესაძენად მერიამ 216 ათასი ლარი გამოყო. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
წინადადებების მიღება 25 ნოემბერს დაიწყება და 28 ნოემბერს დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, საახალწლო გასანათებელი მოწყობილობებისა და დეკორაციების მოწყობა-მონტაჟი ქალაქის ცეტნრალურ ქუჩებზე, ბულვარისა და დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ტერიტორიაზე განხორციელდება.
საუბარი შეეხება ნეონის მანათობელ მილებს, ბოძებზე დასამონტაჟებელ დეკორატიულ განათებას, ლედ მანათობელ ნათურებს, დიოდურ მილებს და სხვა აქსესუარებს.
შესყიდვის ობიექტის სრულად მიწოდების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 15 კალენდარული დღე, მაგრამ არაუგვიანეს 2022 წლის 29 დეკემბრამდე.