მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკის მოსახლეობის მოთხოვნა, სოფლისათვის სახელ „მამეის“ დარქმევასთან დაკავშირებით კვლავ უცვლელი რჩება. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ადგილობრივები აცხადებენ, რომ ისტორიულად სოფელს „მამეი“ ერქვა და მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დროს სოფელს კიროვკა დაარქვეს დასახლებას ყველა მამეით იცნობს.
სოფელ კიროვკისათვის სახელის შეცვლის პროცესი მუნიციპალიტეტში 2022 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად სოფლის მოსახლეობას რამდენიმე სახელი შეთავაზეს, მაგრამ მათ შორის არ ყოფილა მოსახლეობისაგან მოთხოვნილი სახელი „მამეი“.
2022 წლის 14 ნოემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე კი მერისს სახელდების კომისიის წევრმა გააკეთა განცხადება, თუ რატომ არ დაერქმევა სოფელს „მამეი“. საკრებულოს სხდომაზე ირინე მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ კიროვკელების მოთხოვნილი სახელი ისტორიულ წყაროებში არ ფიქსირდება. ცნობებია სახელწოდება „მამაის: შესახებ ხოლო ეს სახელი ორ ისტორიულ ფიგურას შეიძლება უკავშირდებოდეს. მაჭარაშვილის განმარტებით მამაი, შესაძლოა, იყოს დაკავშირებული ოქროს ურდოს მთავარსალის ან წმინდანის სახელთან. კიროვკის მოსახლეობა მერიის განმარტების მიუხედავად სოფლისათვის კვლავ მათთვის სასურველი სახელის დარქმევას მოითხოვს.
მარნეულის მერიის წარმომადგენელის განმარტებას, თუ რატომ არ შეიძლება სოფელს ეწოდოს „მამეი“ გამოეხმაურა პლატფორმა სალამიც, რომელმაც განცხადებას დეზინფორმაცია უწოდა.
პლატფორმა „სალამი“ მუნიციპალიტეტს, ცენტრალურ ხელისუფლებას, მეცნიერ-მუშაკებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს და სხვა სათემო აქტივისტებს მოუწოდებს, რომ დაინტერესდნენ ამ საკითხით და არ მისცენ მუნციპალიტეტის გარკვეულ თანამშრომლებს ამ საკითხით მანიპულიების თუ დეზინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობა.
სოფელ კიროვკისათვის სახელის შეცვლის პროცესი ამ ეტაპამდე მიმდინარეობს. სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ უნდა განსაზღვროს თუ რამდენად შეესაბამება სოფლის მოსახლეობის და მარნეულის მერიის მიერ შეთავაზებული სახელები სოფელს.
მარნეულის მერიას სოფლისათვის ორი სახელი აქვს შერჩეული. „მეგობრობა“ – როგორც ქართველებისა და აზერბაიჯანელების მეგობრობის აღსანიშნავი სახელი და „მწვანე გორა“ – სოფელში ისტორიულად განვითარებული მეტალურგიის წარმოსაჩენად და არტეფაქტების პოპულარიზაციისათვის.
ინფორმაციის სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე.